რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 20 2019, 04:26 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,337 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: 1529 წელს ქართველებს იერუსალიმი აუღიათ. სულთან სულეიმანს გიორგი - ქართლის, ბაგრატ - იმერეთის და ლევან - კახთა მეფეებისთვის კაცი გამოუგზავნია: "თქვენი რჯულის წმინდა ადგილი, იერუსალიმი, უსჯულოებმა დაიპყრეს. ქალაქი თქვენთვის მომიცია, მოდით, გაყარეთ და თქვენი იყოსო".
ქართველმა მეფეებმა სიხარულით შეკრიბეს სპა, მათ შეუერთდა ყვარყვარე ათაბაგი და მიადგნენ იერუსალიმს. ქალაქის დამცველებმა შემოუთვალეს: "გვითხარით, ვინ ხართ, თუ მტრები ხართ, მცირედ მიგვაჩნიხართ, ხოლო თუ სტუმრები - ბევრნი ხართო". ქართველებმა შეუთვალეს, - საბრძოლველად მოვსულვართო. გამოვიდნენ უსჯულონი და შეებნენ ქართველებს. ღმერთმა გამარჯვება მისცა ქართველებს. შევიდნენ ივერნი, გაათავისუფლეს წმინდა ქალაქი და ხელთ უამრავი ალაფი იგდეს. ეს რომ ხონთქარმა გაიგო, ქართველებს მიანიჭა: ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი და ჯვრის მონასტერი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 01:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი