რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 24 2019, 06:40 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმის ახლოს მდებარეობს გორნენის დედათა რუსული მონასტერი. აქ 1967 წლიდან მოღვაწეობდა ხორციელი დედა-შვილი, მონაზონი ბარბარე და მონაზონი ვერონიკა. 1983 წლის 19 მაისს ბარბარე და ვერონიკა მონასტერში მარტონი დარჩნენ, რადგან მონასტრის დანარჩენი მკვიდრნი გენესარეთის ტბასთან მდებარე წმინდა მარიამ მაგდალინელის მონასტერში წავიდნენ.
მეორე დღეს, როცა ცისკრის ლოცვაზე დედა-შვილი არ მივიდა, მოსაძებნად ხალხი გაგზავნეს. მონაზვნები კელიაში დახოცილები იპოვეს. იპოვეს მკვლელი, რომელიც ამბობდა: "ჩემმა ღმერთმა მიბრძანაო", ანდა "მე კი არ მოვკალი, არამედ ამა და ამ სულმაო". "წმინდა მიწა როგორც ძველად, ისე ახლაც მოწამეთა სისხლით განიბანებაო", - ანუგეშა სავანის დედები მონასტერში მოსულმა იერუსალიმის პატრიარქმა. მკვლელი კი... როგორც შეურაცხადი, ისრაელიდან გააძევეს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი