რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,410 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2019, 08:51 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,410 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ნოვგოროდის არქიეპისკოპოსი ილია, დიდ სქემაში იოანე, ღამე თავის კელიაში ლოცულობდა. უეცრად მოესმა იქვე წყლის ჭურჭელში წყლის ჩქაფუნი. მივიდა და ნახა, რომ ეს ეშმაკის ოინი იყო. ილოცა, ჭურჭელს ჯვარი გადასახა და შეკრა შიგ მყოფი ეშმაკი. ეშმამ მორთო გოდება: ცეცხლში ვიწვი, გამომიშვი აქედან, ღვთის წმინდანოო.
წმინდანმა ჰკითხა: "ვინ ხარ და აქ როგორ მოხვდიო". "მე მზაკვრობის ეშმაკი ვარ. აქ შენს აღსაშფოთებლად მოვედი. მეგონა, ჩვეულებრივი ადამიანი იყავი, შეშინდებოდი და ლოცვას შეწყვეტდი. გამიშვი, ღვთის მონავ, და აქ აღარ მოვალო". წმინდანმა უთხრა: "შენი კადნიერი საქციელის გამო გიბრძანებ, ამაღამ წამიყვანო ნოვგოროდიდან იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავთან, და ამაღამვე უკან დამაბრუნო. მხოლოდ მაშინ გაგიშვებო". ეშმაკმა შეჰფიცა. წმინდანმა გახსნა ეშმაკი, გამოუშვა და უთხრა: "ჩემი კელიის წინ იქეცი შეკაზმულ ცხენად, გამოვალ, შეგაჯდები და შევისრულებ სურვილსო". ეშმაკი შავ კვამლად გამოვიდა ჭურჭლიდან და ცხენის სახით დადგა იოანეს კელიის წინ. წმინდანმა ჯვარი გამოისახა, შეაჯდა "ცხენს" და იმავე ღამეს იერუსალიმში აღმოჩნდა. მაცხოვრის საფლავის ტაძრის კარები თავისით გაეღო. შევიდა, ილოცა, ეამბორა ძელიცხოველს, წმინდა ხატებს და, რაც მთავარია, მაცხოვრის საფლავს. გამოვიდა და მალევე ნოვგოროდში აღმოჩნდა. როცა ეშმაკი წმინდანის კელიიდან გადიოდა, უთხრა: "იოანე, არავის მოუყვე, რაც მე შემემთხვა, თორემ ცილს დაგწამებენო". წმინდანმა ჯვარი გამოისახა და ეშმაკი გაქრა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 11:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი