ა კ ა კ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ა კ ა კ ი |
marine |
Aug 22 2016, 09:52 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ა კ ა კ ი
აკაკის სახლი "აი, რა თქვა ერთხელ მოხუცმა ანიკო აბდუშელიშვილმა, აკაკის სახლის ძველმა მოამაგემ სხვიტორში: "ჩემო ბატონო, ამ სახლს ბალავარი არა აქვს, პირდაპირ კლდეზეა ამოშენებული. მიწისძვრის დროს ამ სოფელში ხის სახლებიც დაირღვა, აკაკის სახლს კი ერთი ბზარიც არ გასჩენია!" აკაკიც თავის სახლს ჰგავს. მისი შემოქმედება პირდაპირ ხალხის გულიდანაა აღმოცენებული, დროთა ცვლა ბზარს ვერ გაუჩენს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 3 2019, 05:59 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
აკაკი წერეთელი შილდაში
ლადო აღნიაშვილს მოღვაწეობამ და საგუნდო-სასიმღერო ხელოვნებამ მრავალი თაყვანისმცემელი შესძინა და შილდა ყურადღების ცენტრში მოაქცია. ერთ-ერთი მისი გულითადი დამფასებელი გახლდათ აკაკი წერეთელი, რომელიც 1897 წელს, კახეთში სტუმრობისას, ლადოს თხოვნით სოფელ შილდას სწვევია. "ლადო აღნიაშვილს პოეტი ბინაზე მიუპატიჟია და სადილი გაუმართავს. ლადოს ჯერ ჩონგურზე მარტოს უმღერია, შემდეგ გლეხებთან ერთად "სუფრული" შემოუძახია. აღფრთოვანებულ მგოსანს უთქვამს: "ძვირფასო შილდელებო, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები. მასპინძლის, ლადო აღნიაშვილის სახელი, როგორც შესანიშნავი მომღერლისა, მთელ საქართველოშია ცნობილი. მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ქართული სიმღერა იხსნა გადაგვარებისგან, შეუნარჩუნა ძველებური ჟღერადობა. ღმერთმა ადღეგრძელოს ხმატკბილი აღნიაშვილი". სადღეგრძელო ტაშმა დაფარა და როცა ხმაური შენელდა, აკაკიმ დაუმატა: "აქ, თქვენთან რომ მოვდიოდი, მეგონა, მარტო ლადოს სიმღერას მოვისმენდი, მაგრამ შევცდი, თურმე ყველა შილდელი მომღერალი ყოფილხართ. ღმერთსა ვთხოვ, რომ სულ სასიმღეროდ გქონდეთ საქმე, გაშოროთ მწუხარება, მოწყენილობა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი