უფლის ჯვარცმა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უფლის ჯვარცმა |
marine |
Oct 2 2018, 07:42 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,196 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა გაბრიელი უფლის ჯვარცმაზე ისე ჰყვებოდა, თითქოს ახლა, ამ წუთში მის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და თან ტიროდა. მას სურდა მორწმუნეებიც გაეხადა უფლის ვნების თანაზიარნი, ეუბნებოდა ხოლმე: "მიეხმარეთ, მიეხმარეთ იესოს, გოლგოთაზე ჯვარი მიაქვსო".
“უძილო, მოუსვენარმა ღამეებმა გაამძაფრა მისი მწუხარება, შოლტით დასერილი ზურგი მძიმე ჯვარს ელოდა... იდგა მშვიდი დაუმანკო. უკიდეურესი დამცირება და შეურაცხყოფა ჯვარცმით უნდა აღსრულებულიყო. ჯვარიც მზად იყო, მაგრამ თითქოს რაღაც სხვას ელოდნენ. გაუთავებლმა დაკითხვამ, ცემამ, ფურთხებამ და აბუჩად აგდებამ სასიცოცხლო ძალები თანდათან დაუშრიტა“. “სისხლიან კლდემდეც მივაღწიეთ, სადაც უფალი ჯვარზე მიალურსმეს.. 11 საათია... ჩაქუჩის კაკუნი თითქოს ახლაც ცხადად დგას ჰაერში და გულიდან გულს გადაეცემა...“ "ჯვარი, რომლისთვისაც ახალი ხე ვერ გაიმეტეს, იუდეველებმა წყალზე ხიდად გადებული, ადამიანთა ფეხის ჭუჭყით შესვარული ძველისძველი ძელისგან შეკრეს". "მამა ვიტალი (სიდორენკო) დიდ პარასკევს საერთოდ არ საუბრობდა. ასე მიაგებდა პატივს უფლის ვნების დღეს. სულიერ შვილებს ასწავლიდა, რომ მთელი ვნების შვიდეული ტაძარში ეარათ, ამაოებისთვის არ ეზრუნათ, მხოლოდ სადილის მომზადების ნებას რთავდა. ამბობდა, ვნების შვიდეულის დღეებით იკურთხება მთელი წლის დღეებიო. დიდი ორშაბათით იკურთხება მთელი წლის ორშაბათი დღეები, დიდ სამშაბათით - სამშაბათები და ასე შემდეგო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 19 2019, 12:35 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,196 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წინასწარმეტყველი ისაია ამბობს: "მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისაგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული, მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისათვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ" (ისაია 53,4-5)."
"დავარდა მიწაზე [გეთსიმანიის ბაღში]... ადამის ცოდვის გამო დედამიწა დაწყევლილი იყო შემოქმედისაგან; ახლა კი ღმერთმა გააუქმა ეს წყევლა, დაემხო რა მაცხოვარი მიწაზე პირით, ხელებგაშლილი თითქოს ეამბორებოდა და ეხვეოდა მას. ამ ჟესტით მაცხოვარმა დედამიწა სიცოცხლის მიწად გადააქცია, ნაკურთხ მიწად! "მიწავ, მიწავ, - აღფრთოვანებით შესძახებს დიმიტრი როსტოველი, - შეისმინე სიტყვა: ღმერთი სიტყვა დაემხო შენზე პირით, - როგორც მეგობარი, დაიტირა რა უწინდელი შენი დაცემა, და ახლა ხელახლა მოგეხვია შენ, როგორც თავისიანს, მის წიაღში დაბრუნებულს!"... "როდესაც მაცხოვარი ამბობს: "თანა წარმხედინ ჩემგან", ამით იგი აჩვენებს თავის ადამიანურ ბუნებას; ხოლო როცა ამბობს: "არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ", - ამით აჩვენებს თავის სიმამაცესა და სიმტკიცეს, რითაც ჩვენც გვასწავლის ღმერთის მორჩილებას, მიუხედავად ბუნების წინააღმდეგობისა" (წმინდა იოანე ოქროპირი). მაგრამ რას ნიშნავს ეს ვედრება და ლოცვა მამისადმი, რათა იგი იხსნას სიკვდილისაგან? თანაც ეს ლოცვა კვნესითა და ცრემლით, უდიდესი შინაგანი წუხილითაა წარმოთქმული... "სამართლიანია, რომ წამებანი უდიდესი გამოცდაა ყოველი ადამიანური სხეულისათვის, უდავოა, რომ წამება უფრო მეტად მტანჯველი შეიქნა ადამიანთა გამომხსნელის უწმინდესი სხეულისათვის, რომელიც, იმის გამო, რომ ცოდვასთან არ ჰქონდა წილი, იყო შეუდარებლად მგრძნობიარე სატანჯველებისადმი", - წერს მთავარეპისკოპოსი ინოკენტი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2024 - 12:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი