უფლის ჯვარცმა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უფლის ჯვარცმა |
marine |
Oct 2 2018, 07:42 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა გაბრიელი უფლის ჯვარცმაზე ისე ჰყვებოდა, თითქოს ახლა, ამ წუთში მის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და თან ტიროდა. მას სურდა მორწმუნეებიც გაეხადა უფლის ვნების თანაზიარნი, ეუბნებოდა ხოლმე: "მიეხმარეთ, მიეხმარეთ იესოს, გოლგოთაზე ჯვარი მიაქვსო".
“უძილო, მოუსვენარმა ღამეებმა გაამძაფრა მისი მწუხარება, შოლტით დასერილი ზურგი მძიმე ჯვარს ელოდა... იდგა მშვიდი დაუმანკო. უკიდეურესი დამცირება და შეურაცხყოფა ჯვარცმით უნდა აღსრულებულიყო. ჯვარიც მზად იყო, მაგრამ თითქოს რაღაც სხვას ელოდნენ. გაუთავებლმა დაკითხვამ, ცემამ, ფურთხებამ და აბუჩად აგდებამ სასიცოცხლო ძალები თანდათან დაუშრიტა“. “სისხლიან კლდემდეც მივაღწიეთ, სადაც უფალი ჯვარზე მიალურსმეს.. 11 საათია... ჩაქუჩის კაკუნი თითქოს ახლაც ცხადად დგას ჰაერში და გულიდან გულს გადაეცემა...“ "ჯვარი, რომლისთვისაც ახალი ხე ვერ გაიმეტეს, იუდეველებმა წყალზე ხიდად გადებული, ადამიანთა ფეხის ჭუჭყით შესვარული ძველისძველი ძელისგან შეკრეს". "მამა ვიტალი (სიდორენკო) დიდ პარასკევს საერთოდ არ საუბრობდა. ასე მიაგებდა პატივს უფლის ვნების დღეს. სულიერ შვილებს ასწავლიდა, რომ მთელი ვნების შვიდეული ტაძარში ეარათ, ამაოებისთვის არ ეზრუნათ, მხოლოდ სადილის მომზადების ნებას რთავდა. ამბობდა, ვნების შვიდეულის დღეებით იკურთხება მთელი წლის დღეებიო. დიდი ორშაბათით იკურთხება მთელი წლის ორშაბათი დღეები, დიდ სამშაბათით - სამშაბათები და ასე შემდეგო." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 4 2019, 12:27 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,195 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჯვარი ქრისტესი გვასწავლის სიყვარულსა. ჩვენ ვებრალებოდით მას, ჩვენმა სიყვარულმა აღიყვანა იგი ჯვარზე. თვით ჯვარზე ჩამოკიდებულმა, საშინელსა ტანჯვასა შინა მყოფმა, არ მოიკლო მან სიყვარული. გაიხსენეთ მისი სიტყვები: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმონენ! ანუ გაიხსენეთ, რა უთხრა მასთან ჯვარცმულსა ავაზაკსა: ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთან იყო სამოთხესა შინა. ხოლო დედასა თვისსა ჩააბარებს საყვარელსა თვისსა მოწაფესა, მეტყველი: აჰა, ძე შენი! და იოანეს ეტყვის: აჰა, დედა შენი! რაც გინდა გაყინული ჰქონდეს კაცს გული, არ შეუძლია არ იგრძნოს ლმობიერება და სიყვარული შემხედველმა გოლგოთის ჯვარისა და გამგონემ ამათ სიტყვათა." /წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st May 2024 - 09:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი