რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 4 2019, 12:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველთა დაუდევრობისა თუ ჟამთა სიავის გამო გეთსიმანიის ბაღშიც, როგორც ბევრ წმინდა ადგილას, გამქრალია ქართველთა მოღვაწეობის კვალი. 808 წლით დათარიღებული ერთ-ერთი ისტორიული წყაროს ცნობით, "ზეთისხილის მთაზე ოთხი ქართველი ბერი ცხოვრობს. გეთსიმანიაში, განცალკევებულ კლდესთან, სამი განდეგილი მოღვაწეობს: ბერძენი, სირიელი და ქართველი". აქ მოღვაწე ქართველ ბერს იხენიებს იოანე ფოკა 1185 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში.
პილიგრიმთა ცნობით, ღვთისმშობლის ეკლესიაში, წმინდა საფლავის მარჯვნივ დგას იბერიელთა საკურთხეველი (არქიმანდრიტი აგრეთენიოსი, 1370 წ). ქართველი დიდი სიყვარულით ატარებს წმინდა მიწის ხსოვნას. სწორედ ამიტომაც საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება გეოგრაფიული ადგილების სახელად "გეთსიმანია", "ბეთანია", "თაბორის მთა"... "იერუსალიმში არ არსებობდა გამორჩეული ადგილი, სადაც ქართველებს თავისი წილი არ ჰქონოდათ. წმინდა მიწაზე ქართველებს 74 ეკლესია-მონასტერი ეკუთვნოდათ. თვალსაჩინოებისათვის გოლგოთაც გამოდგება. აი, რა საინტერესო ცნობებს გვაწვდიან უცხოელი პილიგრიმები ქართველთა შესახებ: "ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი" (რუდოლფ ზუდჰაიმი, 1347 წ.). "ქართული წირვა იმართება გოლგოთაზე, სადაც ადამის თავის ქალა ძევს. გოლგოთის ძირში იბერიელთა მიწაა და იბერიელთა წირვები იმართება" (დიაკვანი ეგნატე, 1391 წ.) "ქართველები ასრულებენ წირვას გოლგოთის მთაზე, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს და სადაც ადამის თავის ქალა ძევს. გოლგოთის მთის ძირში იბერიელთა მიწაა, სადაც იბერიელები თავიანთ წირვას ასრულებენ" (ეგნატე სმოლენსკი, 1389-1405 წ.). იერუსალიმსა და პალესტინაში მოღვაწე ქართველთა შემაკავშირებელი ცენტრი იყო ჯვრის მონასტერი. მირიან მეფის მიერ დაარსებულ ჯვრის სავანეს მრავალმა ქარტეხილმა გადაუარა. XI საუკუნის დასაწყისისათვის ის მთლიანად დაინგრა. ამ დროისათვის ქართველები იერუსალიმსა და მის გარშემო არსებულ ეკლესია-მონასტრებში იყვნენ მიმოფანტულნი. XI საუკუნის I ნახევარში ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს მეფის, ბაგრატ კურაპალატის, და მისი დედის მარიამის თანადგომით ღირსმა პროხორე ქართველმა აღაშენა ჯვრის მონასტერი. მფარველობა და უხვი შესაწირი ჯვრის მონასტერს არ მოჰკლებია დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს. ჯვრის მონასტერი თავისი სიდიადითა და სილამაზით მრავალი უცხოელი მომლოცველის აღფრთოვანების მიზეზი ხდებოდა. თანამედროვე ქართველებში მკვიდრდება ტრადიცია, სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ, წმინდა მიწაზე, გოლგოთაზე მიიღონ ზიარება. ისმის ჩოხოსანთა ქართული გალობა "მრავალჟამიერი". შთამბეჭდავია, ასევე ქართული დროშებითა და ჯვრებით დიდ პარასკევს "ვია დოლორასას" გავლა და დღეისათვის უკვე წარმოუდგენელია შაბათს ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა ქართველთა მხურვალე ლოცვებისა და შეძახილების გარეშე." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი