საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
ნათია |
Jun 7 2007, 09:27 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და ა.შ.? ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: "შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?" მთავარია, ჩემში აღსრულდეს, ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჟამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. ჩემი აზრით, საღვთო დღესასწაულის მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს. თქვენ რას შეგრძნება გეუფლებათ ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
May 7 2019, 08:10 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,306 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბზობა
"დღეს არის საოცარი დღე, როდესაც ერთმანეთთან არის შერწყმული დიდი სიხაული, ზეიმი და, ამავე დროს - ტრაგიზმი და მწუხარება. ამ დღეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე პირველად შედის იერუსალიმში, როგორც ხელმწიფე და მას მთელი ქალაქი ეგებება, როგორც მესიას. მას ფეხქვეშ უგებენ პალმის რტოებს, საკუთარ ტანისამოსს, რათა კიცვმა, რომელზეც ამხედრებულია მაცხოვარი, დააბიჯოს სამოსელს, უფლის მადლი და წყალობა მიიღონ და სახლებში წაიღონ, - რამეთუ იესო ქრისტე არის მკურნალი, ის მკვდრებს აღადგენს, ათასობით ადამიანს აპურებს და დიდ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ". /მეუფე შიო (მუჯირი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 06:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი