სიტყვის მნიშვნელობა და ძალა, მთავარეპისკოპოსი სერგი პრაღელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიტყვის მნიშვნელობა და ძალა, მთავარეპისკოპოსი სერგი პრაღელი |
afxazi |
Dec 19 2007, 06:01 PM
პოსტი
#21
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
შესაძლოა მსგავსი შინაარსის თემა სადმე არის, მაგრამ ამჯერად მინდა აღნიშნული ავტორის ერთი პატარა სტატია შემოგთავაზოთ.
სიტყვის მნიშვნელობა და ძალა ადამიანებს შორის ურთიერთობა ძირითადად სიტყვის მეშვეობით მყარდება და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. სიტყვა, რომელიც ადამიანებს მოგვეცა, არის ანარეკლი სიტყვისა, რომელიც "ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის" (იოან. 1,14). ღმერთმა თქვა, იყოს ნათელი!" (დაბ. 1,3) და არარსებულმა, სიტყვის მეშვეობით შეიძინა არსებობა. სიტყვა უდიდესი ძალაა: "უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა" (ფს. 32,6). ადამიანშიც სიტყვის მეშვეობით აშკარავდება დაფარული. აქედან ჩანს, რამდენად ფრტხილად უნდა მოვეკიდოთ სიტყვას; რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სიტყვას თან ახლდეს სიკეთის ატმოსფერო. სიტყვიერი ურთიერთობის მეშვეობით ვცდილობთ მოვიპოვოთ და ჩვენს არსებაში დავამკვიდროთ მადლი. თუკი საუბრისას მადლიანი სიტყვის ძალით ავივსეთ, დიდხანს გვრჩება კეთილი გრძნობა რაღაც უაღრესად ფასეულთან შეხებისა, რაც ღვთაებრივთან გვაერთიანებს. ადამიანტა ურთიერთობაში სიტყვა მათს დაახლოებასა და გაერთიანებას უნდა იწვევდეს და არა დაშორებასა და განცალკევებას. რეზონირებად სივრცეში მოხვედრილ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და უდიდეს ზემოქმედებას ახდენს მთელ ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ ცოდვიან მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ჩვენს სიტყვას ჩვენი ცოდვიანობა ასუსტებს და ცხოვრებაში სრულხმიანი ვერ შედის. მხოლოდ ცოდვისგან განწმენდილ სიტყვას აქვს სრული ძალა, რამდენადაც ამ შემთხვევაში იგი ქვეყნიერების შემქმნელ სიტყვასთან არის შეერტებული. სიტყვა, რომელიც ჩვენი სულის საგანძურიდან მომდინარეობს და ადამიანური ბუნების ცოდვიანობით არ არის შესუსტებული, ჩვენს არსებაში დასადგურებული პოტენციური სიკეთის გამო, სიკეტისა და სინატლის მატარებელია, რამდენადაც სიტყვა-ღმერთთან არის შეერთებული. ასეთი სიტყვა ხორცს ისხამს. ჩვენ ყოველგვარი ყურადღების გარეშე ვფანტავტ სიტყვებს და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ზეცამდე აღმავალ და მარადისობაში მიმავალ ამ სიტყვებს შეიძლება დაშორება და დაშლა შეჰქონდეთ ოჯახში, საზოგადოებაში, სამყაროში. სასაუბროთ რომ შევიკრიბებით, ჩვენ, ჩვეულებრივ, მსჯელობას ვიწყებთ ამა თუ იმ საგანზე და სწრაფად მივდივართ სხვის დადანაშაულებამდე, დაგმობამდე, განკითხვამდე, და თანაც ამას ცოდვადაც კი არ მივიჩნევთ. განკითხვა ეს არის წყლული, რომელსაც ლპობა შეაქვს მთელ ჩვენს ცხოვრებაში. დაგმობა ერთმანეთისაგან გვაშორებს, ხოლო დაშორებას მოსდევს ყველაფერი კარგის დაშლა და ლპობა, რაც ჩვენს არსებაში ცოცხლობს. სიტყვა ჩვენს ცხოვრებას უნდა ქმნიდეს, შემოიკრებდეს სიკეთეს, გვაახლოებდეს ერთმანეთთან, მოჰქონდეს ერთობა და არა დაშლა, განცალკევება და სიკვდილი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სიტყვას - ლოგოსის ამსოფლიურ ანარეკლს, ყოფიერების სინათლე და სიხარული მოჰქონდეს ჩვენთვის განცალკევებისა და მტრობის იმ ატმოსფეროში, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ სიტყვით მივაწერთ ადამიანებს იმგვარ თვისებებს, რომლებიც სინამდვილეში მათ არ აქვთ, ვაბრალებთ რაღაც ისეთს, რაც სინამდვილეში საერთოდ არ ყოფილა და არ არსებობს. სიტყვის ასეთი გამოყენება მხოლოდ განცალკევებას თესავს ჩვენს შორის. მადლიანი სიტყვა, როდესაც იმგვარ სივრცეში ხვდება, სადაც მას გამოძახილი აქვს, ისეთ ძალას იძენს, რომ შეუძლია მთებიც კი აამოძრაოს. ჩვენ ამის მაგალითებს გამუდმებით ვხედავთ კაცობრიობის მთელ ისტორიაში. ჩვენს ურთიერთობას სიტყვების მეშვეობით დიდი მნიშვნელობა აქვს. სიტყვა მარადიულია და ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები ჰაერში კი არ ქრება, მარადისობაში მიემართება. სიტყვები ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ პასუხი არ ვაგოთ მათ გამო საშინელ სამსჯავროზე, რადგან ნათქვამია: "ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს" (მათე 12,36). საჭიროა, რომ სიტყვამ არ გაგვამტყუნოს. უფალი ამბობს: "მას ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის მას უკანასკნელ დღეს" (იოან. 12,48). სინათლე მოვიდა დედამიწაზე, ხოლო ჩვენ ვერ ვამჩნევთ მას. სიკეთე დაშლილ-დანაწევრებული სახით ცოცხლობს ჩვენში. არკონცენტრირებული სიკეთე გზას ვერ გვინათებს და ჩვენ ვერ ვამჩნევთ, რამდენად ძლიერია იგი. ურთიერთობაში ჩვენ უნდა ვეძებოთ ის, რაც სხვებთან გვაერთიანებს და ჩამოვიშოროთ ყველაფერი, რაც ერთმანეთისგან გვაშორებს. სიხარულით ვივსებით, როდესაც სხვაში აღმოვაჩენთ ღვთაებრივ საწყისს, რომელიც ადამიანტა გამაერთიანებელია. რაც შეეხება სხვა ადამიანის ცოდვიანობას, დადგება განკითხვის დღე, როცა უფალი თვითონ გაარჩევს მართალს და ცოდვილს და თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მიაგებს. ეს არ იქნება გარეგანი სამართალი. ჩვენ თვითონ ვისამართლებთ თავს იმ საქმეებით და ცოდვებით, რომლებსაც ამქვეყნად ჩავდივართ. უფალმა ტქვა: "ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვედი, არამედ ქვეყნის სახსნელად" (იოანე 12,47). ჩვენც უნდა ვეცადოთ თავი ავარიდოტ სხვის განსჯას და ამქვეყნად სიკეთე ვეძებოთ. ღვთის სასუფეველი - სინათლე და სიხარული - აქვეა, ჩვენს გვერდით, ჩვენში. ოღონდ, საჭიროა ვებრძოლოთ ჩვენს ვნებებს - იმ სიბნელეს, რომელიც ეშმაკს შემოაქვს ჩვენს გულში და ჩვენი მეშვეობით - დედამიწაზეც. ძნელია ცოდვასთან ბრძოლა. თავმოყვარეობა, განკითხვა, გაღიზიანება, პატივმოყვარეობა - აი, ეკლები, რომლებიც ჩვენც გვჩხვლეტს და ირგვლივ მყოფ ხალხსაც. საჭიროა, ეს ეკლები სხეულიდან ამოვიძროთ, რაც აგრეთვე მტკივნეულია, მტანჯველია, ჯვარცმაა... სამაგიეროდ, როდესაც ჩვენს გულს გარდავქმნით და იქ უფალს დავაბრძანებთ, სიხარულს ვიგრძნობთ. ასეთ დროს ჩვენს გულს უფლის ნათეი ანათებს. ამაოდ როდი გალობენ, რომ ჯვარცმა მსიხარული მოუტანა ქვეყნიერებას. აღმართულ ჯვარს მივყავართ დედამიწაზე ღვთის სასუფევლის დამყარებისკენ, მადლმოსილებისკენ, ღვთის დიდებისკენ. ჩვენი ცოდვიანობის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა არის ჩვენი ვნებებისა და ცოდვიანი სურვილების ჯვარცმა. სწორედ ეს არის ჯვარი, რომელიც ასე გვაშინებს ყველას. ცხადია, ჯვარი მძიმეა. მისი სიმძიმემ თვით მაცხოვარიც კი წააქცია გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ჯვრის მეშვეობით აღდგომის სიხარულსაც ვხედავთ. აღდგომის იდეა არის სიკეთის გამარჯვების იდეა. ცოდვის დაძლევით ხდება ჩვენი აღდგომა: "მკვდრეთით აღმდგარო იესო, აღადგინე ჩვენი სულები". საუბრისას ჩვენ ხშირად განვიკითხავთ სხვას, ხოლო სიკეთის შესახებ ლაპარაკი გვრცხვენია: ვაითუ, დაგვცინონ. ასეც რომ მოხდეს, ქრისტეს გულისთვის უნდა მოვითმინოთ. ბოროტებას ეშინია კეთილი სიტყვის და დასცინის მას. ჩვენი კეთილი სიტყვა შემოქმედი ძალაა, რადგან იმ შემოქმედებითი ძალით არის აღბეჭდილი, რომელსაც ფლობს სიტყვა - ღმერთი; სიტყვით, როგორც ღვთაებრივი ძალით, ვძლევთ ბოროტებას. სიტყვა მდუმარებაშიც არის; ესაა შინაგანი სიტყვა. ძალა თვით უთქმელ სიტყვასაც აქვს. ხშირად, კეთილი სიტყვა დაცინვისა და უარყოფის პლასტს გაივლის ხოლმე, მაგრამ ამის არ უნდა გვეშინოდეს. ვიდრე ყანა აბიბინდებოდეს, ხორბალი ღვთისგან ბოძებული ძალით მიწის ბელტს გაივლის და მწვანე ჯეჯილად ამოდის. კეთილი სიტყვაც ასევეა, მასაც შემოქმედებითი საწყისი აქვს. "ყველაფერი მისგან შეიქმნა". ნუ გეშინიათ კეთილი სიტყვის თქმისა. ნოყიერ ნიადაგზე სიტყვამ შესაძლებელია, მოქმედებაში შეისხას ხორცი და უმდიდრესი მოსავალი მოგვცეს. სიტყვა, რომელშიც ბოროტი დაიბუდებს, ძალას კარგავს. ჩვენ თვითონ გამოვაცალეტ სიტყვას ძალა და მასში სიკვდილი ჩავასახლეთ. ასეთ სიტყვას, ჭეშმარიტების ნაცვლად, ჩვენთან განცალკევება, არყოფნა, სიკვდილი მოაქვს. რაკიღა ბოროტს არ განვეშორეთ, ჩვენმა სიტყვამ განცალკევება მოიტანა და ეს სიტყვა განკითხვის დღეს საშინელ სამსჯავროზე აღმოჩნდება. შინაგანი სიტყვის დაბადებისას დახმარებისათვის უნდა მივმართოთ ღმერთს. ღვთისთვის მიმართვით ჩვენ სინათლე ჩამოგვაქვს ზეციდან და იგი ჩვენს არსებაში მკვიდრდება. და მაშინ ახალშობილ სიტყვას ამქვეყნად სინათლე მოაქვს და დაბადებისას შემოქმედებითი გამაერთიანებელი ძალით არის სავსე. სიბნელეს ეშინია ნათლისა. იგი ფარულად, დაცინვით ასუსტებს ჩვენს ნებას. ჩვენ გვაშინებს თავის გამჟღავნება, კეთილი სიტყვის თქმა, ხოლო ბოროტი ხარობს, რაკიღა მისი მოქმედება ჩვენს უძლურებაში ვლინდება. სიკეტის ენერგიის სისავსე დაცინვის შიშით დასუსტდა. ჩვენი ამოცანაა განვაცხადოთ, რომ უარვყოფთ ბოროტების ძალას და გვჯერა სიკეტის ადამიანი სულ რარაცას უცდის. ჩვენ ახლა ცდის დრო არა გვაქვს, საჭიროა მოქმედება. ნუ იტყვი, მებრძოლი არ ვარო. იმ საჭურველით, რომელიც ღმერთმა მოგვცა, შენ მებრძოლი ხარ. უნდა ვეცადოთ, ვთქვათ კარგი, კეთილი სიტყვა. სიკეთე გაბედულია. კარგ სიტყვას, რომელშიც სიკეთე ბუდობს, მონათესავე სულებში სინათლე შეაქვს, ხოლო ბნელ სულებში სიბნელეს ამხელს. ცოდვას ჩვენთვის ილუზიური ცხოვრება მოაქვს, ხოლო სიკეთეს - მარადისობაში მიმავალი რეალური ცხოვრება. და კეთილი სიტყვა არის საძირკველი იმ სამყოფელისა, რომელსაც უფალი ჩვენც ისევე გვიმზადებს, როგორც მოუმზადა სამოთხე მასთან ერთად ჯვარცმულ ბოროტმოქმედს იმავე წამს, როგორც კი მან კეთილი სიტყვა წარმოთქვა. კეთილი სიტყვა, ისევე როგორც მარცვალი მთესავის იგავში, პოხიერ ნიადაგზე რომ დაეცემა, იძლევა ნაყოფს: ზოგი - ერთიოცდაათად, ზოგი - ერთისამოცად, ხოლო ზოგი - ერთიასად. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
marine |
May 16 2019, 12:02 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შორეულ პალესტინაში ოდესღაც მომხდარი ამბების მოთხრობას არ ძალუძს ადამიანებზე მსგავსი შთაბეჭდილების მოხდენა, ეს მხოლოდ ქრისტეს ცხოველი სიტყვისთვის არის შესაძლებელი!"
/წმ .გრიგოლ ნოსელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი