![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მინდა შემოგთავაზოთ ამ უდიდესი წმინდანის შესახებ თემა, სადაც მინდა ვისაუბროთ იმ ისტორიული წყაროების შესახებ, რომლებიც გვამცნობენ წმინდა მაქსიმეს ცხოვრებას და მის მოღვაწეობას.
აქვე მაქვს კონკრეტული კითხვა: ცნობილია, რომ წმინდა მაქსიმე აღესრულა საქართველოში, სადაც ის გადასახლებული იქნა მისი მართლმადიდებლური აღმსარებლობის გამო, მაგრამ ამავე დროს ცნობილია, რომ მისი წმინდა ნაწილი (ხელი) ინახება ათონის მთის პავლე საჭურისის მონასტერში. ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ეს წმინდა ნაწილი ათონზე? ძალიან დამავალებთ, თუ დამეხმარებით. წინასწარ დიდი მადლობა პატივისცემით კანუდოსელი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მაქსიმე აღმსარებელი (580-662 წწ.) ქართულ კულტურაში დიდ როლს ასრულებდა. გადასახლების შემდეგ იგი საქართველოში ჩამოვიდა და აქვე გარდაიცვალა კიდეც. უახლესი არქეოლოგიური და ისტორიული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ იგი დაიკრძალა ცაგერში, კერძოდ კი, მურის ციხის ძირში მდებარე წმინდა არსენის მონასტერში, რომელსაც შემდეგ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელი ეწოდა.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართულ კულტურაში და ქველქართულ ენაზე მისი მრავალი თარგმანი მოგვეპოვება, რომელიც XI-XII საუკუნეებში შესრულდა. განსაკუთრებით დიდი შრომა ამ კუთხით გასწიეს ათონზე მოღვაწე ქართველმა ბერებმა და გელათური სკოლის მთარგმნელებმა (ამ საკითხის შესახებ არსებობს თამარ ოთხმეზურის კარგი გამოკვლევა; იხ.: თამარ ოთხმეზური, მაქსიმე აღმსარებლის Ambiguorum liber ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში, თბილისი: კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2016წ.)" /"საპატრიარქოს უწყებანი" N19, 2019, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 09:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი