![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ფორუმელებო, მინდა თქვენი დახმარებით ყველანაირი მასალას მოვუყარო თავი ამ თემაში, თუ როგორი ისტორიული ურთიერთობა ჰქონდა და აქვს საქართველოსა და ქართველებს სხვა ქვეყნებთან.
ამჯერად მოგაწვდით ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა ინდოეთში ვიზიტის დროს: „ინდოელი და ქართველი ერების ურთიერთობა ძალიან ნათლად და მხატვრულად აისახა ჩვენს მწერლობაში. ქართველები მწერლები და პოლიტიკური მოღვაწენი შესანიშნავად იცნობდნენ ინდოეთის ფილოსოფიასა და პოეზიას. „სიბძნე ბალავარისა“, რომლის ორიგინალი მხოლოდ ქართულ ენაზე მოიპოვება, ასახავს ინდოეთის მეფის აბენესისა (აბენირი) და მისი შვილის იოდასაფის ქრისტიანობაზე მოქცევის ისტორიას. ეს ნაწარმოები XI ს-ში ქართველი ბერის ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ითარგმნა ქართულიდან ბერძნულად. ამას გარდა, ისეთ ქართულ კლასიკურ ნაწარმოებებში, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი“, „ამირანდარეჯანიანი“, „თამარიანი“, არა ერთი საინტერესო ცნობაა ინდოეთის შესახებ. თუ რა მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული კავშირი იყო საქართველოსა და ინდოეთს შორის, იქიდანაც ჩანს, რომ XVII ს-ში ქართველი ქალი ყოფილა ინდოეთის დედოფალი და იმდენად დიდი გავლენა ჰქონია თავის მეუღლე შაჰ დარუზე, რომ იგი გაუქრისტიანებია. ასე, რომ ჩვენი ერების ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი და დიდი ისტორია აქვს.“ ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაკი ინდოეთი ვახსენეთ, ეს საიტი დაგაინტერესებთ: http://www.india.iatp.ge/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როგორც ვიცით, რომის იმპერიის პალესტინაში შემოსვლა და აღთქმულ მიწაზე გაბატონება მოხდა რომის იმპერიის სარდლის - პომპეუსის ხანაში. მაკაბელებმა სწორედ მას მიმართეს დახმარებისთვის. ამდენად, რომმა უბრძოლველად დაიმორჩილა ისრაელი.
რომის იმპერია ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდში - ქრისტეშობამდე I საუკუნეში გაფართოვდა. იმ დროს რომაელები ებრძოდნენ მითრიდატე პონტოელს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ პომპეუსი საქართველოშიც გადმოვიდა თავისი არმიით. დასავლეთ საქართველო მაშინ შედიოდა რომის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველო ყოველთვის ახდენდა ზეგავლენას დასავლეთ საქართველოზე. თავად იბერიის სამეფოს მინიჭებული ჰქონდა რომის იმპერიის მეგობარი ქვეყნის სტატუსი. პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ ხელი მოეწერა რომის იმპერიისა და იბერიის სამეფოს მეგობრობის აქტს. საქართველოს დაევალა რომის იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრების დაცვა დარიალის ხეობიდან, რათა ბარბაროსები არ დასხმოდნენ თავს რომის იმპერიას. რომთან ამგვარი ურთიერთობა საქართველოს ხელს აძლევდა, რადგან რომის მეზობლობის გამო საქართველოს უკვე სამხრეთიდანაც აღარ ელოდა საფრთხე... პომპეუსის საქართველოში ლაშქრობის შემდეგ რომის იმპერიამ იერიში მიიტანა ალექსანდრიაზე და ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე, მაცხოვრის შობამდე ცოტა ხნით ადრე ეგვიპტის დამორჩილებაც მოახერხა... დასავლეთით კი თავის მაქსიმალურ საზღვრებს რომის იმპერია უკვე ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნეში, იმპერატორ ადრიანეს დროს აღწევს." /"კარიბჭე" N8, 2011, გვ.44/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 12:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი