![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,643 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ფორუმელებო, მინდა თქვენი დახმარებით ყველანაირი მასალას მოვუყარო თავი ამ თემაში, თუ როგორი ისტორიული ურთიერთობა ჰქონდა და აქვს საქართველოსა და ქართველებს სხვა ქვეყნებთან.
ამჯერად მოგაწვდით ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა ინდოეთში ვიზიტის დროს: „ინდოელი და ქართველი ერების ურთიერთობა ძალიან ნათლად და მხატვრულად აისახა ჩვენს მწერლობაში. ქართველები მწერლები და პოლიტიკური მოღვაწენი შესანიშნავად იცნობდნენ ინდოეთის ფილოსოფიასა და პოეზიას. „სიბძნე ბალავარისა“, რომლის ორიგინალი მხოლოდ ქართულ ენაზე მოიპოვება, ასახავს ინდოეთის მეფის აბენესისა (აბენირი) და მისი შვილის იოდასაფის ქრისტიანობაზე მოქცევის ისტორიას. ეს ნაწარმოები XI ს-ში ქართველი ბერის ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ითარგმნა ქართულიდან ბერძნულად. ამას გარდა, ისეთ ქართულ კლასიკურ ნაწარმოებებში, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი“, „ამირანდარეჯანიანი“, „თამარიანი“, არა ერთი საინტერესო ცნობაა ინდოეთის შესახებ. თუ რა მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული კავშირი იყო საქართველოსა და ინდოეთს შორის, იქიდანაც ჩანს, რომ XVII ს-ში ქართველი ქალი ყოფილა ინდოეთის დედოფალი და იმდენად დიდი გავლენა ჰქონია თავის მეუღლე შაჰ დარუზე, რომ იგი გაუქრისტიანებია. ასე, რომ ჩვენი ერების ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი და დიდი ისტორია აქვს.“ ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაკი ინდოეთი ვახსენეთ, ეს საიტი დაგაინტერესებთ: http://www.india.iatp.ge/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,643 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ა.წ. 23 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი პატრიკ ფრანცენი მიიღო... ელჩმა მის უწმინდესობას საჩუქრად გადასცა წიგნი, რომელიც სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს საქართველოსა და შვეიცარიის მსგავსებებს".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2019, გვ.5/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი