თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თვითმკვლელობა ანუ სუიციდი |
tekla2007 |
Dec 11 2008, 06:07 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 28-April 07 წევრი № 1,777 |
მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას
|
marine |
Aug 9 2019, 01:26 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კითხვა: ყველა თვითმკვლელობა ითვლება თუ არა ცოდვად?
პასუხი: თავის მოკვლა უდიდესი ცოდვაა და ის მიუტევებელია. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც თვითმკვლელობა გმირობის ტოლფასია. მაგალითად, ქრისტიანობაში დაშვებულია შეგნებული თვითმკვლელობა, რომელიც ჩადენილია საკუთარი ღირსების დასაცავად მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დასაღწევად. ასეთი მაგალითები ისტორიულად არსებობს." "კითხვა: ვიცი, რომ თვითმკვლელისთვის ეკლესია არ ლოცულობს, მას არც წესს უგებენ და არც ლოცვებში იხსენიებენ. ჩემი აზრით, ეს არასწორია, რადგან ასეთი ადამიანის სულიც ხომ ითხოვს შველას. როგორ ვაქციოთ მას ზურგი? პასუხი: გააჩნია, რა მიზეზით ჩაიდინა ადამიანმა თვითმკვლელობა. თუ ეს აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა ან ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანია, მაშინ მასზე ეკლესია ლოცულობს და წესსაც უგებს, მაგრამ როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს უფალს, კარგავს ღვთის რწმენას, იმედს და თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო, ასეთ ადამიანზე ეკლესია არ ლოცულობს, რადგან ადამიანის ცხონება და გადარჩენა მისივე მონაწილეობით ხდება. ასეთი ადამიანის სახელზე მხოლოდ მოწყალების გაღება შეგიძლიათ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი