მსოფლიოს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიები |
Ismail |
Jul 27 2007, 12:53 AM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
მსოფლიოში სულ 18 ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიაა:
1. კონსტანტინოპოლის 2. ანტიოქიის 3. ალექსანდრიის 4. იერუსალიმის 5. რუსეთის 6. საქართველოსი 7. სერბიის 8. რუმინეთის 9. კვიპროსის 10. ელადის 11. ბულგარეთის 12. სინის მთის 13. ალბანეთის 14. პოლონეთის 15. ჩეხოსლოვაკიის 16. ფინეთის 17. ამერიკის 18. იაპონიის მემგონი სწორი ჩამონათვალია, რავი, თუ შეცდომა მაქვს, შემისწორეთ. როგორც ხედავთ, ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიები არის არა მარტო იმ ქვეყნებში, სადაც ძირითადად მართლმადიდებლები ცხოვრობენ. _______________________________________________ _______________________________________________ მსოფლიოს მართლმადიდებლურ სახელმწიფოთა ჩამონათვალი (ის ქვეყნები, სადაც მართლმადიდებლობა ყველაზე გავრცელებული რელიგიაა): 1. რუსეთი 2. უკრაინა (არ გააჩნია ავტოკეფალური ეკლესია) 3. ბელორუსია (არ გააჩნია ავტოკეფალური ეკლესია) 4. მოლდავეთი (არ გააჩნია ავტოკეფალური ეკლესია) 5. საქართველო 6. რუმინეთი 7. სერბია 8. მაკედონია (არ გააჩნია ავტოკეფალური ეკლესია) 9. ჩერნოგორია (არ გააჩნია ავტოკეფალური ეკლესია) 10. საბერძნეთი 11. კვიპროსი თუ რაიმე საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით, ან რაიმე შეცდომა მაქვს, მიაწერეთ რა (თუ დაპოსტეთ, რავი რა ქვია ახალი ვარ ამ ფორუმზე). შეგიძლიათ რომელიმე ავტოკეფალურ ეკლესიასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია დადოთ, ან სხვა, რავი, რაც ამ თემას ეხება, ან რომელიმე ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებზე და ერებზე რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდოთ, მოკლედ პოსტეთ და პოსტეთ, თუ არ გეზარებათ. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
marine |
Aug 17 2019, 03:04 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,126 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - როგორ გამოირჩევა ტერნოპილის ოლქი?
- ტერნოპილის ოლქში, სადაც პოჩაევოს მონასტერია, ადგილობრივი მცხოვრებლები ასე ესალმებიან ერთმანეთს: - დიდება უფალს, -უკუნითი უკუნისამდე, - პასუხობს მეორე. ან ასე: - ღმერთი შეგეწიოს. - თქვენც შეგეწიოთ ღმერთი, - არის პასუხი. ამ რაიონის შესასვლელში არის დიდი ჯვარი და ყოველ ას მეტრში არის ჯვარი, სასანთლე და კანდელი. იქ მცხოვრებნი განირჩევიან დანარჩენი უკრაინელებისგან. იქ არის სასტუმრო, მაგრამ ადგილობრივი ხალხი გთავაზობს ღამის გასათევს, გეპატიჟბა. ქართველებივით თბილი ხალხია". /მამა სერაფიმე (ბიტბუნოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 06:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი