ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქალწულება და სისუფთავე სულისა და ხორცისა |
marine |
Nov 2 2017, 10:48 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დღეს, როცა უზნეობა მძლავროს, როცა ცდილობენ ქალწულება დააკნინონ, ვფიქრობ, ამ თემის გახსნა დროულია (თუ უკვე დაგვიანებული არ არის)...
„ეგნატე ღმერთშემოსილი ფილადელფიელთა მიმართ ეპისტოლეში მელქისედეკის შესახებ წერს: „რადგანაც იგი იყო მეფეც და მღვდელმთავარიც, და მთელი ცხოვრების მანძილზე ქალწული, ამიტომ იყო ძე ღმრთისას, მეფისა და მღვდელმთავრის, ქალწულებისა და სისუფთავის წყაროს, ქალწულთა სასიძოს წინასახე“. "პატიოსნების დეფიციტია ქვეყანაში და არა იმდენად ლუკმა-პურისა!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 17 2019, 10:12 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მინდა ხაზი გავუსვა, როგორც ექიმები გვეუბნებიან, საქალწულე აპკი მხოლოდ გოგონას აქვს, პირუტყვს, ცხოველს არა აქვს. ეს ღვთისგან ბოძებული უდიდესი სიწმინდეა გოგონასათვის. თუკი ქორწინება ჯვრისწერის საშუალებით ღვთისგან კურთხეულია, მაშინ ღვთის განგებით ის ბარდება ღმერთის მიერ გამორჩეულს, ერთადერთს. თუ მშობლის კურთხევის გარეშე დაქორწინდებიან შვილები, ისინი განკანონებულნი უნდა იქნენ ერთი წლით მაინც, ე.ი. უზიარებელნი.
როდესაც შეუღლდებიან, მაშინ ამ საქალწულე აპკზე, როგორც მაგნიტურ ლენტზე იწერება მამაკაცის და ქალის შეერთებული გენები. ახლა წარმოვიდგინოთ, რას ქადაგებენ ამ სოფლის თავადნი ეშმაკის ხელმძღვანელობით: არ დაიცვათ სიქალწულე, როგორც გინდათ, თავისუფლები ხართ... რამხელა სიბინძურეა არა მარტო ზნეობაში, არამედ გენებში. თუ ქალწული არ მოიყვანა კაცმა ცოლად, მაშინ სხვისი გენი შედის მის ოჯახში. გესმით, ეს რას ნიშნავს? ცდილობენ, რომ სკოლაშიც კი ასწავლონ ასეთი სიბინძურე, გახრწნილობა" /მამა გიორგი სამსონიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი