![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,325 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"?
![]() "მაშინ ოცნებაც იყო იოლი, თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით, როცა მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით". 2007 წ. "თითქოს გამეხსნა ყველა იარა, ასე მეგონა, მე პატარა ვარ, წავიდა მამა - თავი კი არა, მთელი სამყარო მეპატარავა!" იანვარი, 2016 წ. /თემურ ჩალაბაშვილი/ ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი ![]() მამა “გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით.” /ფრიდონ გელაშვილი/ სულსპეტაკი და გულბავშვი მამა მოულოდნელად გამისუდარდა, მე დამაობლა თვემ თებერვლისამ და უმამობა მექცა სულ დარდად. ცხოვრება მაშინ იოლი იყო, თან ვიგულებდი როდესაც მამას, მოგონებებით დაღლილ თვალთაგან ტკივილნარევი ცრემლები მნამავს. * * * ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას, მამი, გნატრულობ გადამეტებით და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი, ახლა მე ვეძებ თავგამეტებით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,325 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მე ძალიან კარგი მამა მყავდა
ის სხვა იყო, სულ სხვა იყო მაინც, და არავის, სულ არავის ჰგავდა; მენატრება მე სიცოცხლე მისი. მე ძალიან კარგი მამა მყავდა; ბავშვი იყო, ბავშვი ვიყავ როცა, გულში ჩაკრულს მაძინებდა მკლავთან; მენატრება მე ზღაპრები მისი. მე ძალიან კარგი მამა მყავდა; გავიზარდე, გაიზარდა ისიც, დავმეგობრდით, ყველაფერში მგავდა; რა ვიცოდი მე უგნურმა მაშინ... მე ძალიან კარგი მამა მყავდა; ...და ყოველთვის ასე იყო მუდამ, სანამ იყო, ჩემს სიცოცხლეს რწყავდა; უკეთესი მე არ მედგა გვერდით. მე ძალიან კარგი მამა მყავდა; ...და ერთხელაც, დამიბერდა მამა, ვერ ვაჩნევდი, თურმე გული კლავდა; მე კი ისევ მიღიმოდა მუდამ. მე ძალიან კარგი მამა მყავდა; მერე უცებ გაქრა, როგორც თოვლი, ისე თბილი, მზის სხივებს რომ ჰგავდა; გადამექცა ზღვა ცრემლების წვიმად. მე ძალიან კარგი მამა მყავდა; აჰა, მალე მეც დავბერდი ლამის, მენატრება მამა, ცას რომ ჰგავდა; ღმერთო ჩემო, როდის ვნახავ ისევ?! მე ძალიან კარგი მამა მყავდა. გიორგი(გელა) ფაჩუაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 07:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი