მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Feb 9 2016, 07:58 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"?
"მაშინ ოცნებაც იყო იოლი, თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით, როცა მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით". 2007 წ. "თითქოს გამეხსნა ყველა იარა, ასე მეგონა, მე პატარა ვარ, წავიდა მამა - თავი კი არა, მთელი სამყარო მეპატარავა!" იანვარი, 2016 წ. /თემურ ჩალაბაშვილი/ ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი მამა “გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით.” /ფრიდონ გელაშვილი/ სულსპეტაკი და გულბავშვი მამა მოულოდნელად გამისუდარდა, მე დამაობლა თვემ თებერვლისამ და უმამობა მექცა სულ დარდად. ცხოვრება მაშინ იოლი იყო, თან ვიგულებდი როდესაც მამას, მოგონებებით დაღლილ თვალთაგან ტკივილნარევი ცრემლები მნამავს. * * * ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას, მამი, გნატრულობ გადამეტებით და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი, ახლა მე ვეძებ თავგამეტებით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 3 2019, 10:45 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მე ძალიან კარგი მამა მყავდა
ის სხვა იყო, სულ სხვა იყო მაინც, და არავის, სულ არავის ჰგავდა; მენატრება მე სიცოცხლე მისი. მე ძალიან კარგი მამა მყავდა; ბავშვი იყო, ბავშვი ვიყავ როცა, გულში ჩაკრულს მაძინებდა მკლავთან; მენატრება მე ზღაპრები მისი. მე ძალიან კარგი მამა მყავდა; გავიზარდე, გაიზარდა ისიც, დავმეგობრდით, ყველაფერში მგავდა; რა ვიცოდი მე უგნურმა მაშინ... მე ძალიან კარგი მამა მყავდა; ...და ყოველთვის ასე იყო მუდამ, სანამ იყო, ჩემს სიცოცხლეს რწყავდა; უკეთესი მე არ მედგა გვერდით. მე ძალიან კარგი მამა მყავდა; ...და ერთხელაც, დამიბერდა მამა, ვერ ვაჩნევდი, თურმე გული კლავდა; მე კი ისევ მიღიმოდა მუდამ. მე ძალიან კარგი მამა მყავდა; მერე უცებ გაქრა, როგორც თოვლი, ისე თბილი, მზის სხივებს რომ ჰგავდა; გადამექცა ზღვა ცრემლების წვიმად. მე ძალიან კარგი მამა მყავდა; აჰა, მალე მეც დავბერდი ლამის, მენატრება მამა, ცას რომ ჰგავდა; ღმერთო ჩემო, როდის ვნახავ ისევ?! მე ძალიან კარგი მამა მყავდა. გიორგი(გელა) ფაჩუაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი