დავით გარეჯის მონასტერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავით გარეჯის მონასტერი |
ქავთარაძე |
Nov 16 2006, 09:31 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ჩემო უფლისმიერ დებო და ძმებო!!!
საინფორმაციო გამოშვებაში შევიტყვე რო ჩვენი საპატრიარქო და მთავრობა აპირებს შესთავაზოს აზერბაიჯანის მთავრობას დიალოგი, რომელშიც განხილულ იქნება დავით გარეჯის მონასტრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფი ნაწილის გაცვლა რაიმე საბალახოებზე (ის ნაწილი ეომელზეც მოქცეულია ჩვენი ბერების კელიები.) თუ ეს ასე მოხდა(ღვთის შეწევნით) მომილოცია ყველასთვის !!! |
marine |
Sep 5 2019, 09:45 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვიდრე მონასტრის დღევანდელ წინამძღვარს გავესაუბრებოდეთ, ვიმოგზაუროთ დროში და მოვუსმინოთ ამ უდაბნოში რამდენიმე საუკუნის წინათ მოღვაწე მღვდელმონაზონ კალისტრატეს, რომელმაც მრავალი საინტერესო ცნობა შემოგვინახა დავითგარეჯის მონასტრის შესახებ.
"წმინდა და საკვირველთ-მოქმედი დავით, როგორც მყუდროების მოყვარე, განშორდა სოფლის შფოთს და ამბოხებას - დაისადგურა ამა ალაგზედ, სადაც იღვწოდა და აღვიძებდა მოწაფეთა მისთა სარწმუნოების გავრცელებისათვის, რომლისა გამო აღშენდა თორმეტი მონასტერი, რისთვისაც იწოდებოდა ადგილი ესე "მრავალ მთის უდაბნოდ". კაცი უცნობი და უვალი ამ ადგილებში, მომავალი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ამ უდაბნოში თვალუწვდენელი მინდვრებით სიარულის შემდგომ დაინახავს მთის თავზე ოთხ კუთხიან მაღალ საყარაულო კოშკს, კლდეზე ქვითკირით აშენებულს. მიუახლოვდება რა ამა მთის ძირს, მოულოდნელად შეხვდება გზის პირას მარჯვნივ აღმართულ, კლდეში გამოკვეთილ ერთს სენაკს და სხვა ასავალ ჩაჭრილ კიბეებს და მოკვეთილ ღარებს, ქვემოთ ამისა ნახავს ორ ჭას, ამავე კლდისგან მოკვეთილს, რომლის ამოკვეთილი ღარების ქვემოთ არიან დარგული ნუშის და ატმის ხეები, თავის დროზე მსხმოიარენი. კაცი მოსული ამ მთის ძირში უეცრად ნახავს დიდ კარს დაკეტილს, აღმოსავლეთისკენ მხედველს, მცირე კედელს და სახლის კუთხეს, ქვითკირით ნაშენსა, და გაოცდება ამგვარ შემთხვევათათვის ამისთანა უდაბურ ალაგზედ. აქ, შესავალი კარის თავზედ, მიიქცევენ მნახველის ყურადღებას გამოხატულებანი და ამგვარი წარწერილობა ხუცურის ასო-მთავრულით: "განმიხვენით მე ბჭენი სიმართლისა, შევიდე მას შინა და აუარო უფალსა ესე არს ბჭე უფლისა და მართალნი შევლენ მას შინა ქორონიკონს ტპგ" (383). ამ ქვაზე არის ამოჭრილი სამი ირემი ნუკრიანი, მაგალითი იმისი, რომ უფალმან იცის პირუტყვთაცა - ნადირთაგან გამოზრდა მოშიშთა მისთა, როგორც იზრდებოდა წმინდა დავით და მოწაფე მისი ლუკიანე; როდესაც აქაურმა ცხელმა ჰაერმა გაახმო ის ბალახიც, რომელთაც ეს მამები ხმარობდნენ საჭმელად, მათ მოითმინეს შიმშილი და წყურვილი; მაშინ ღმერთმა მოუვლინა ირმები, ყოველ საღამოს მოვიდოდნენ, როგორც შინაური საქონელი, მივიდოდა ლუკიანე და მოსწველდა მათ; რძეს მიართმევდა წმინდა დავითს, დასახავდა იგი ჯვარს და შედგებოდა ყველად. აქვე არის ამოჭრილი ერთი არწივი და მის კლანჭებ ქვეშ სძევს თევზი ორაგული, ნიშნად იმისა, რომ როდესაც ამ უდაბნოს მოღვაწე მამებს ერთ ბზობა დღეს არ ჰქონდათ არც თევზი და არც მხალი, მათ მოახსენეს წინამძღვარს, თუ რითი ინუგეშონ ხორცის უძლურებისათვის; მაშინ უბრძანა მამამ ორ ძმას, რომ გავიდნენ ველზე და მოძებნონ მწვანილი მინდვრისა - ერთი წავიდა ჩიჩხიტურის მხრით და მეორე - დოდოს უდაბნოსკენ. მწვანილის ძებნაში ერთი მათგანის წინ დაეშვა არწივი და დააგდო თევზი, ცოცხალი ორაგული. მაშინ ბერმა სიხარულით ხმა უყო ძმასა თვისსა: "თევზი, თევზი!" წინამძღვარს მიართვეს, რომელმაც ბრძანა: "იოანე მახარებელმა გამოგვიგზავნაო". ამ დროიდან უნდა იყოს ხალხში ხმარებული ის, რომ უქონლობის დროს იტყვიან ხოლმე: "იოანე მახარებელი გამოგვიგზავნის". ამავე ქვაზე არის ამოჭრილი სახე ორი ყორანისა, რომელთაც მიმფრინავთ ნისკარტით მიაქვსთ ვაშლები. ეს არის სახსოვარი იმისა, რომ ამ ლავრაში იდგა მსხმოიარე ვაშლის ხე, მისი ნაყოფისაგან ტრაპეზობდნენ მონასტრის ძმები. ერთხელაც ყველა ძმა მიხვდა, რომ ვაშლები ჩუმად იკრიფებოდა ხიდან, მაგრამ ვერა გაიგეს-რა. ბოლოს წინამძღვარმა ინება დარაჯის დაყენება, რომელმაც დაინახა, რომ ორი ყორანი მოვიდნენ, მოსწყვიტეს ვაშლები და შეიტანეს ერთ კლდეში; ცნობისმოყვარე კაცმა ისურვა ნახვა იმ ადგილისა, სადაც ყორნებმა შეიტანეს ვაშლები; აღმოჩნდა, რომ იმ კლდეში ყოფილა მოღვაწე დაყუდებული, რომელიც ყორნებისგან საზრდოობდა. სულიერის სიტკბოებით ეამბორნენ ერთმანეთს და დაიწყეს ბაასი ზეციურ ცხოვრებაზედ. შემდგომ ამ ალაგზედაც გამრავლდნენ მოღვაწეები, გამოკვეთეს ეკლესია და სენაკები, წითელ უდაბნოდ წოდებული, რომელიც სამხრეთისკენ, ბერთუბნისა და დავითის უდაბნოს შორის ორ ვერსზედ მდებარეობს. დღესაც არის ძველი, ჩამოქცეული ეკლესია და სენაკები. ზემოთ ნახსენები კარის ქვაზედ კიდევ არის ამოჭრილი ორი ლომი, ჯაჭვით დაბმულნი. ეს მოგვაგონებს იმას, რომ ღვთისადმი მინდობილთა დათრგუნონ ლომი და ვეშაპი, როგორც დაიმორჩილა წმინდა დავითმა დიდი და საზარელი იგი ვეშაპი, რომელიც იყო ამ უდაბნოს დიდს ქვემო ხევში და რომელმაც შეუჭამა ირემს ნუკრი; ამიტომ წმინდა დავითმა გამოიყვანა ამ ხევიდან ეს საშინელი გველი, რომლის მნახველი ლუკიანე შიშით თავზარდაცემული დაეცა მიწაზედ; მაშინ დავითმა უბრძანა: "მამაო ლუკიანე! რად შეშინდი ერთის ჭიისაგან, რომელიც განგებულებითა ღვთისათა დაიწვა ცეცხლითა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი