კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 6 2019, 12:36 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" დეკანოზი სერაფიმე დანელია უამრავ ადამიანს ეხმარება კიბოსგან განკურნებაში ბალახეული წამლის რეცეპტით, რომელიც მას არქიმანდრიტმა გიორგი სავამ ასწავლა. თუ როგორ კურნავს ის ხალხს, თავად გვიამბობს
სერაფიმე დანელია: არქიმანდრიტ გიორგი სავას სრულიად შემთხვევით შევხვდი. 2003 წლის გაზაფხულზე, რუსეთში წმიდა ადგილების მოსალოცად წასულს, კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტიმოშევსკში ახლობელთან მომიწია გაჩერება, სადაც გავიგე კიდეც საქვეყნოდ ცნობილი არქიმანდრიტი გიორგი სავას შესახებ, რომელიც იქ მოღვაწეობდა. როგორც ახლობელი მომიყვა, მამა გიორგი სიყმაწვილიდან მონაზვნურ ცხოვრებას იყო შემდგარი, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში შეესწავლა სამონასტრო მედიცინა და ბალახებით მკურნალობის საქმე. ახლობელი აღფრთოვანებული მიყვებოდა იმ სასწაულებრივ განკურნებებზე, რომლებიც მამა გიორგის სახელს უკავშირდებოდა. წლების განმავლობაში მის გულმოდგინე შრომასა და დაგროვებულ გამოცდილებას კეთილი ნაყოფი გამოეღო და სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის საქმეში დიდი წარმატებისთვისაც მიეღწია. ამას მოწმობდა ავადმყოფთა ის დაუსრულებელი რიგი, მასთან კურთხევაზე მისულებს რომ დაგვხვდა. – როგორი იყო პირველი შეხვედრა მასთან? – იმ დროისთვის ჩვენს ოჯახს სერიოზული სატკივარი ჰქონდა, მეუღლის დედას, რომელიც ამავე დროს ჩვენი ტაძრის მგალობელი იყო, ყელის მიდამოებში სარკომა, მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა და სხივებით მკურნალობას გადიოდა. ამიტომაც, როგორც კი გავიგე მამა გიორგის შესახებ, ახლობელს ვთხოვე მასთან შესახვედრად წავეყვანე. მონასტერში მისულს მამა გიორგის კელიასთან უზარმაზარი რიგი დაგვხვდა, მაგრამ მამა გიორგიმ გაიგო რა ჩვენ შესახებ, შეუფერხებლად მიგვიღო და გულითადად მოგვიკითხა. აღმოჩნდა, რომ მამა გიორგი წმიდა გიორგი ივერიელის სახელზე იყო ნაკურთხი და განსაკუთრებით უყვარდა ქართველები. მე მოვუყევი ჩვენი განსაცდელის შესახებ, მან კი ბალახები და მათი დამზადების რეცეპტები გადმომილაგა და დამარიგა, როგორ მოვქცეულიყავით. ,,ილოცოს გულმოდგინედ, მიიღოს ეს ნაყენი და ნახავთ ღვთის ნებას”, – მითხრა მაშინ. საქართველოში დაბრუნებულმა გადავეცი ავადმყოფს მამა გიორგის დანაბარები, ბალახები და ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვის წიგნი. ბალახები – სხეულისთვის, ლოცვა კი – სულისთვის. მას მერე გაიარა 16 წელმა, დედაო (ამჟამად მონაზონი ქეთევანი) მკურნალობიდან წელიწად-ნახევარში სრულიად განიკურნა და ახლაც ყოველდღე კითხულობს ღვთისმშომბლის იმ დაუჯდომელის წიგნს, რომელიც მაშინ ვაჩუქე. – ამ ქალბატონის შემდეგ კიდევ ვინმემ თუ მიიღო ეს ნაყენი? – ამ სასიხარულო ამბის შემდეგ გადავწყვიტე, ამ რეცეპტის შესახებ დაგვეწერა ჩვენს საეპარქიო ჟურნალში, რომელსაც მაშინ მე და ჩემი მეუღლე – ნონო ოთარაშვილი ვხელმძღვანელობდით. ამ ჟურნალიდან გაიგო ამ ბალახების შესახებ ერთმა გოგონამ, რომელსაც მკერდის სიმსივნე დაუდგინდა და საოპერაციოდ იყო გამზადებული. შიშის გამო, მან უარი თქვა ოპერაციაზე და დაიწყო რწმენითა და ამ ბალახების ნაყენით მკურნალობა... შემდეგ კი მოვიდა და მადლიერებით გაგვიმხილა, რომ ამ ნაყენით სრულიად განიკურნა და ახლა ყველაფერი კარგადაა. – ამ ნაყენით განკურნება, ალბათ, შინაგან რწმენასთან არის კავშირში. – ამ ამბების შემდეგ, ეს ყველაფერი, მიზეზთა გამო, ასე თუ ისე დავიწყებას მიეცა, ბოლო დროს კი ინტერნეტის განვითარებამ ამ ისტორიებს, ასე ვთქვათ, ახალი სიცოცხლე შთაბერა და ცნობილი გახადა ფართო საზოგადოებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი მისი ცნობადობისა ამ ბალახების მაკურნებელი ძალაა და ის ისტორიები, რომლებსაც მადლიერი ადამიანები ერთმანეთს უყვებიან. ვითარებათა და გარკვეულ მიზეზთა გამო, ჩემს სამღვდელო მსახურებასთან ერთად, დღეს მე მიწევს ამ ნაყენით ადამიანთა მკურნალობა და ავადმყოფობასთან სწორი სულიერი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დახმარება... ამას შემთხვევით არ ვამბობ, ორივე ამ ფაქტორს, მკურნალობასა და სწორ დამოკიდებულებას საკუთარ ავადმყოფობასთან, ერთნაირად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის საბოლოო გამოჯანმრთელებისათვის... მამა გიორგის სიტყვებია: „უპირველესად უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთი სასიკვდილოდ საშიში დაავადების დროს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, აუცილებელია მოვამზადოთ გენერალური აღსარება და ღირსეულად ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს... იმკურნალეთ რწმენით!“ მე დავამატებდი, რომ ადამიანი არის ერთი მთლიანობა და ამიტომ არ შეიძლება, მისი სხეულის ავადმყოფობა, სულიერი მდგომარეობისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ. მხოლოდ მაშინ აქვს მკურნალობას დადებითი შედეგი, როცა ადამიანი ხორცთან ერთად სულის განკურნებასაც ცდილობს. ეს კი, ძირითადად, ეკლესიური ცხოვრებით, ცოდვების მონანიებით, მხნეობით, ღმერთზე მინდობით, უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარებით არის შესაძლებელი! განკურნების ისტორიებსა და სასწაულებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მინახავს, მე არ მოვყვები, ამაზე თვითონ უყვებიან ადამიანები ერთმანეთს და ეს ჩემთვის საკმარისია... ეს ნაკრები გამოცდილია მრავალი ადამიანის მიერ და ბევრს დაეხმარა. ის მიუღიათ, როგორც ოფიციალური მედიცინისგან უიმედოდ შერაცხულ ავადმყოფებს, ისე მათ, ვისაც ესესაა გაუგია თავისი ავადმყოფობის დაწყებითი სტადიის შესახებ. – რა ბალახებით მზადდება ეს ნაყენი? – 16 ბალახისგან დამზადებული ნაყენი წმენდს სისხლს, აძლიერებს იმუნიტეტს, მთელს ორგანიზმში აღადგენს უჯრედებს და ხელს უწყობს სხეულიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. არ გააჩნია უკუჩვენება. შეიძლება მივიღოთ სხვა სახის მკურნალობის პარალელურად. პროფილაქტიკისა და კიბოს პრევენციის მიზნით ეს წამალი ჯანმრთელმა ადამიანმაც შეიძლება მიიღოს. მათ, ვინც გადაწყვეტს ამ ნაყენით მკურნალობას, შეუძლიათ, ერთი დღით ადრე შემეხმიანონ ტელეფონზე და მობრძანდნენ სვეტიცხოველში გასაუბრებაზე. რაც შეეხება ფასს, იმისთვის რომ შევძლოთ ბალახების შეძენა და სხვა ადამიანების დახმარება, ვიტოვებთ მოსახსენებელს და იმ შესაწირს, რასაც პაციენტი კეთილი ნებით გაიღებს." /"თბილისელები" N28, 2019, გვ.49/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი