ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
შაკო |
May 15 2007, 12:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
Sep 17 2019, 05:17 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[რუის-ურბნისის] ეპარქიათა ტერიტორიაზე ოდითგანვე მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა არსებობდა. ორივე საკათედრო ტაძარში და ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში უმდიდრესი წიგნთსაცავები იყო. ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე და სხვა. ინფორმაციას ურბნისის მწიგნობართა შესახებ ჩვენამდე ძალზე ნაკლული სახით მოუღწევია, მაგრამ აუცილებლად დასტურდება, რომ ურბნისის მოღვაწენი ნაყოფიერ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ, ურბნისში ერთგვარი ლიტერატურული ტრადიციებიც კი შეინიშნება.
XVI ს-ში ურბნისში მოღვაწეობდა ძველი ქართული კულტურის თავდადებული მუშაკი ვლასი ურბნელი, რომელმაც არაერთი დიდებული ხელნაწერი გადაარჩინა დაღუპვასა და განადგურებას. მის მიერ შეკაზმული მრავალი ხელნაწერი ჯვრის მონასტერში ინახება. საკმაოდ ცნობილი ფიგურაა ევდემოზ რატიშვილი (1669 წ.) გნოლისთავისძე, ის ქსნის ერისთავთა სახლის ძედ მოიხსენიებდა თავს, რაც საფიქრებელს ხდის, რომ ევდემოზი დედის ხაზით ქსნის ერისთავთა დიდ ფეოდალურ სახლს ენათესავებოდა, იგი ჯერ ურბნელად, შემდეგ მანგლელად, უკანასკნელად - ქართლის მთავარეპისკოპოსად იხსენიება. XVIII საუკუნეში ურბნისში მოღვაწეობდა ნიკოლოზ ხერხეულიძე (1739 წ.), რომელმაც იქ მნიშვნელოვანი აღმშენებლობითი საქმიანობა ჩაატარა. როგორც ირკვევა, ნიკოლოზი ლექსებსაც წერდა, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილს უპოვია მისი ერთი ქვაზე ამოკვეთილი ლექსი. ძველი ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობით დაინტერესებული ყოფილა იოსებ ურბნელიც. მისი დავალებით, სიონის დეკანოზს ნიკოლოზს (1768 წ.) გადაუწერია საგალობლები". /"კარიბჭე" N10, 2011, გვ. 31/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი