მრისხანება, მრისხანებაა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მრისხანება, მრისხანებაა |
Alterego |
Mar 1 2016, 05:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?
|
marine |
Sep 30 2019, 08:42 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- მშვიდი ადამიანებიც კარგავენ ზოგჯერ წონასწორობას. როდისაა ღვთისთვის სათნო განრისხება?
- მამები ამბობენ, რომ განრისხება მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ცოდვებზე შეიძლება. ასე რომ, ადამიანი ოდენ თავის ცოდვათა გამო უნდა მრისხანებდეს, სხვის მიმართ კი მომთმენი და ლმობიერი იყოს. თუმცა სახარებიდან გვახსოვს, რომ თავად უფალიც კი განრისხდა, როცა დაინახა, სალოცავი სახლი სავაჭროდ გადაექციათ; შეჰქმა შოლტი საბლისა და მით გამოასხა, გამოაძევა ყოველიო, - მოგვითხრობს მახარებელი. ასევე განრისხდა წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი მწვალებელ არიოზზე და კვერთხი დაჰკრა, რის გამოც ეპისკოპოსთა კრებამ მღვდელმთავრობიდან გადააყენა, მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მოძღვარმა იხილა ჩვენება, რომ დედა ღვთისმშობელი და მაცხოვარი წმინდა ნიკოლოზს ომოფორსა და სახარებას აძლევდნენ, დაასკვნეს, რომ არიოზს მისი რისხვა ღვთის განგებულებით დაატყდა და ისევ აღადგინეს ხარისხში." /დეკ. თავმას ჩოხელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი