მრისხანება, მრისხანებაა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მრისხანება, მრისხანებაა |
Alterego |
Mar 1 2016, 05:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?
|
marine |
Oct 3 2019, 12:36 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მრისხანება - სასტიკი და ულმობელი მხეცია. განა არსებობს მრისხანე სახეზე შეუხედავი რამ, მით უფრო, მრისხანე სულზე უარესი?! წმინდა წერილი გვამცნობს: ,,ხოლო მე გეტყვით თქუენ: რომელი განურისხდეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: რაკა, თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსვლად; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა: ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა" (მთ. 5, 22).
განრისხებული ადამიანის ლანძღვას არ უნდა ვუპასუხოთ. მეტყვით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მავანი დამნაშავედ მიგიჩნევთ, ან სულაც მხდალი ეგონებით, არადა, ასე არ არის. თქვენ მშვიდობისმოყვარე ადამიანად მიგიჩნევენ და თუკი ასე არ მოიქცევით და შეეპასუხებით, იფიქრებენ, რომ თავს იმართლებთ, ე.ი. რაც თქვენ შესახებ ითქვა, სიმართლეა. მდიდარ კაცზე რომ თქვან, ღატაკიაო, განა რაიმეს უპასუხებს? მხოლოდ გაეცინება, რადგან კარგად უწყის, რა სიმდიდრის პატრონია. ან რატომ უნდა გვეშინოდეს კაცთა სამსჯავროსი? მთავარია, ზეციური მამის წინაშე ვიყოთ უდანაშაულონი. მრისხანებასა და შეპყრობილობას შორის განსხვავება არ არის, მრისხანება იგივე შეპყრობილობაა, მხოლოდ - დროებითი. ამ მდგომარეობას რომ განვეშოროთ, მშვიდნი, დამთმობნი და მდაბალნი უნდა ვიყოთ და შედეგად ამ წუთისოფელში სიმშვიდეს ვპოვებთ, იმქვეყნად კი სასუფეველს". /წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი