მღვიძარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიძარება |
marine |
May 27 2016, 12:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ღირს აკაკი კავსოკალიველს ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე, მან უპასუხა: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!
თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ სტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს, ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგამ". "წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან". "ბევრი ძილისგან ჩვენი გონება სუქდებაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 9 2019, 01:07 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ერთმა ახალგაზრდა მონაზონმა ჰკითხა 86 წლის მამა N-ს, - მამაო, რამდენ საათს უნდა ეძინოს მონაზონსო?
- მისმინე, ძმაო. წმინდა თეოდორე სტუდიელი და ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობენ, დღეში ხუთი-ექვსი საათი საკმარისიაო. მაგრამ მამა არსენი პატერიკში ამბობს, რომ მონაზვნისთვის ერთი საათიც საკმარისია, თუ ის მოსაგრეა. წმინდა აკაკი კავსოკალიველი ამბობდა, ნახევარი საათიო. მე ეს ცოტათი რთული მგონია, მაგრამ რადგან ამას წმინდანი ამბობს, უნდა ვცადოთ... - თქვენ რამდენი საათი გაქვთ განკუთვნილი დასვენებისთვის? - ეჰ, ძმაო, რა საჭიროა, ამას რომ მეკითხები? - რათა თვითონვე მივიღო სიკეთე. მითხარით, ქრისტეს სიყვარულისთვის. - გეტყვი, რომ დღე-ღამეში ერთი საათიც საკმარისია. - ეს გყოფნით? - ჰო, თანაც როგორ! - ერთი საათი სრულად გძინავთ თუ შესვენებებით? - რა თქმა უნდა, შესვენებებით, საათის მეოთხედი ახლა, მეოთხედი მერე... - სამწუხაროდ, ახლა, როცა ორმხრივი თიაქარი მაქვს, მთელი დრო ფეხზე დგომა არ შემიძლია... ამიტომაც ვჯდები, რათა ფსალმუნი ან სახარება წავიკითხო, შემდეგ კი მცირეოდენი იესოს ლოცვა. - მთელ ფსალმუნსა და სახარებას კითხულობთ?! - რა თქმა უნდა, ხან ერთს, ხანაც მეორეს მთლიანად. - ყოველდღე? - ყოველდღე, ოღონდ ფეხზე მდგარს აღარ შემიძლია კითხვა. აი, რას ნიშნავს სიბერე!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:20 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი