მოთმინება, წმინდა მამათა გამონათქვამების მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოთმინება, წმინდა მამათა გამონათქვამების მიხედვით |
marine |
Nov 27 2009, 04:27 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყოველი წმინდანისა და მართლის ცხოვრება მოთმინებითაა გამშვენებული.
გვიყვარდეს მოთმინება, როგორც ამას ფსალმუნი გვასწავლის: "დაუთმე უფალსა, დაიცვენ გზანი მისნი" (ფს. 36,34). პავლე მოციქული შეგვაგონებს: "მწუხარებასა შინა მოთმინებაჲ" (რომ. 5,3) როცა მოთმინებას მოიპოვებ, მაშინ იპოვი სიცოცხლის წყაროს - სასოებას." /წმ. იოანე ოქროპირი/ "წარმავალ მწუხარებებს მარადიული ნეტარებისაკენ მიჰყავს ამ მწუხარებათა უდრტვინველად დამთმენელნი." /წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ "რამეთუ მან ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 10 2019, 04:11 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რამდენიმე წლის წინ, ერთი ბერი, რომელიც დიდად იტანჯებოდა სნეულებებით, ისე გარდაიცვალა, ერთიც არ დაუჩივლია.
ცოტა ხნის შემდეგ მისი მორჩილიც დასნეულდა და რაკი ადრე არასოდეს უავადმყოფია, ძლიერ შეშინდა და განსაკუთრებულად გაემზადა ერში იქიმებთან წასასვლელად, მაგრამ საღამოს სიზმარში ნახა თავისი მოძღვარი, რომელმაც უთხრა: - შვილო, თუ გინდა, მე მომისმინე და ნურსად წახვალ, გამოიჩინე მოთმინება. აქ ჩემი საქმეებისაგან ვერაფერი სარგებელი ვნახე, ერთადერთი - სნეულებამ მარგო. დარჩი ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, დაითმინე ტკივილები და ამით დიდ სარგებელს ჰპოვებს შენი სული. მაშინ მორჩილმა გაიხარა, გამხნევდა და მოთმინება გამოიჩინა. იმ დღიდან დიდ სიხარულს გრძნობდა ტანჯვაში, რადგან მისი გონება წმინდა მოწამეებთან სუფევდა და ხარობდა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი