რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალჱმ... |
marine |
Aug 14 2017, 10:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმი გულია ქვეყნიერებისა, გოლგოთა კი თავად იერუსალიმის გული"
"სახელწოდება "იერუსალიმი" "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს". "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება" /პოეტი ეკა ბაქრაძე/ "[წმ. გიორგი მთაწმინდელმა] ქრისტეს ქალაქის სიწმინდეების მოლოცვით, იმქვეყნიური იერუსალიმი განიცადა". "გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 10 2019, 04:32 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იერუსალიმიდან დევნილი ებრაელები საქართველოში ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე VI საუკუნიდან ჩნდებიან. შემდგომ საუკუნეებში "მუნით ოტებულ ჰურიათა" რიცხვი თანდათან გაიზარდა. მცხეთის გარდა ისინი ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ქართული წყაროებით განსაკუთრებით ბოდელი, კოდისწყაროელი და სობისკანანელი ქართველი ებრაელები.
ქართლში არსებული ოთხივე ებრაული თემი ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამ ოთხი თემიდან წინამძღოლის ფუნქცია მცხეთელ ებრაელებს ჰქონიათ დაკისრებული. მცხეთელი ებრალების ასეთი განსაკუთრებულობა, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ ისინი ქართლის დედაქალაში ცხოვრობდნენ და სამეფო კარისაგან გამორჩეულ ყურადღებასაც იმსახურებდნენ. ისინი მცხეთაში "ჰურიათა უბანში" სახლობდნენ, სადაც მათ ჰქონდათ რელიგიური ცენტრი "ბაგინი ჰურიათა". როგორც ჩანს, სიწმინდეებზე ზრუნვა და ებრაულ სალოცავებზე მეთვალყურეობა მცხეთელი ებრაელების მოვალეობა იყო. ამავე წერილობითი წყაროებით ირკვევა, რომ საქართველოში მცხოვრები ებრაელები თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან კავშირს არ წყვეტდნენ და მიმოწერით მუდმივად გებულობდნენ, თუ რა ხდებოდა "ჰურიათა ქვეყანაში". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი