![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,931 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
დამჭირდა ყველანაირი ინფორმაცია საქართველოში არქეოლოგიურ გათხრებაზე და არქეოლოგიაზე.
ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა. მოხარული ვიქნები, თუ მასალებს მომაწვდით. ამ ეტაპზე ინტერნეტში რაც მოვიძიე, მეც განვათავსებ ![]() ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს . მეცნიერების მტკიცებით, სწორედ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. IV-VIII საუკუნეებში ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა ეგრისის სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი, რომელსაც მისი ზომებისა და საფორტიფიკაციო მონაცემებით მთელს კავკასიაში ანალოგი არა მოეპოვება. ქალაქის შიგნით, რომლის ფართობი 19 ჰექტარია, განლაგებული იყო 6 ეკლესია, 2 სასახლე, 2 აბანო და ა.შ... აღმ. კარიბჭე: ![]() http://www.nokalakevi.ge/geo/home/index.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,931 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"კასპის რაიონში, გრაკლიანის გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას ტაძრის საკურთხეველთან აღმოაჩინეს თიხაში გამოსახული ათი ასო-ნიშანი, რომლის ასაკიც ამერიკის, კერძოდ მაიამის ბეტა ლაბორატორიაში ძვ. წ. XI-X სს დათარიღდა.
გრაკლიანის არქეოლოგიურ გათხრების ხელმძღვანელმა პროფ. ვახტანგ ლიჩელმა საზოგადოებას წარუდგინა აქ აღმოჩენილ წარწერაზე მეცნიერთა მიერ ამოკითხული ათი ასო-ნიშანი. მისი აზრით, დღემდე უცნობი წარწერა ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ცხადყოფს" /"ქვაკუთხედი" N10, 2019, გვ.30/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 07:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი