"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება" |
marine |
Oct 19 2019, 10:22 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოდესღაც არსებობდა თავადობის და მონობის ეპოქა. იმისათვის, რომ მონებს თავადებისათვის მათი დაქვემდებარება და პატივისცემა ეჩვენებინათ, მათ წინაშე იჩოქებდნენ. ასევე ჩვენც მეტანიებით ცხადვყოფთ, რომ ვართ ღვთის მდაბალი მონები. ერთგვარი გრძნობადი გზით წარმოვაჩენთ ჩვენს სიმდაბლესა და პატივისცემას.
მეტანიებით ქრისტიანი მდაბლდება და ეს ხელს უწყობს, რომ მასთან ღვთის მადლი მოვიდეს. და როცა მადლი მოვა, მისი გული ალივით მოტყინარე ხდება. სიყვარულის ალი მსხვერპლს იღებს. მსხვერპლი და შესაწირავი არის მეტანიები; სიყვარულის მსხვერპლი, თაყვანისცემა. და თაყვანისცემაში მონაწილეობს სრული ადამიანი - სულიც და ხორციც" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ "არ შეიძლება პირჯვრისწრისა და მეტანიის ერთდროულად შესრულება (ჯერ პირჯვარს ვიწერთ და მერე მეტანიას ვასრულებთ)". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 30 2019, 04:42 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მეტანიები ფიზიკური ვარჯიშიცაა. არ არსებობს - თუმცა ჩვენ ამაზე საერთოდ არ უნდა ვფიქრობდეთ - ამაზე უკეთესი ვარჯიში კუჭისთვის, ნაწლავებისთვის, მკერდისთვის, გულისთვის, ხერხემლისთვის. ეს ძალიან სასარგებლოა და რატომ არ უნდა გავაკეთოთ?
როდესაც ეს ასკეზი აღესრულება ღვთისადმი მსახურებაში და სული ამას წარმატებით ახერხებს, სიხარულით ივსება, წყნარდება და მშვიდდება. ეს არის ყველაფერი. ამით ცხადია, სარგებელს პოულობს ხორციც. ანუ, როცა ხორცი სულს ღვთის სიყვარულში მიჰყვება, ისიც სარგებლობს. გაიგეთ? სული იძენს სიმშვიდეს და მყუდროებას, ხოლო ხორცი - კარგ ფუნქციონირებას ჩვენი ორგანიზმის ყველა სისტემისა, როგორიცაა სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, ენდოკრინოლოგიური, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ჩვენს სულთან". /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი