ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ყველაფერი რაც წმიდა სახარებას ეხება... |
marine |
Dec 27 2006, 11:35 AM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,441 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმიდა წიგნების მეშვეობით."
წმ. იოანე ოქროპირი - ძველი გადმოცემა უფლის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს უწოდებს დისმასოს, ხოლო მარცხნივ მყოფს - გესტასოს. - მართალი ვერონიკა, გადმოცემით ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს მიაწოდა ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა. (ხსენება 25 (12) ივლისი) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 5 2019, 05:39 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,441 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[საღმრთო წერილის] გადამწერი უთუოდ უნდა ყოფილიყო მორწმუნე ებრაელი, წერაში დახელოვნებული. წერის დაწყებამდე გადამწერს უნდა ელოცა, დასაწერი სიტყვა ჯერ ხმამაღლა უნდა წარმოეთქვა და შემდეგ დაეწერა. როცა ღმრთის სახელის დაწერა მოუწევდა, ჯერ ხმამაღლა უნდა წარმოეთქვა: "მე მსურს დავწერო სახელი ღმრთისა, რათა იქმნეს ესე მადიდებელად ღმრთისა". და შემდეგ მოწიწებით დაეწერა წმინდა სახელი. თუ ამ სიტყვებს თუნდაც ერთხელ არ იტყოდა გადამწერი, მთელი ხელნაწერი ღირსებამოკლებულად ითვლებოდა.
ოცდაათი დღის განმავლობაში სინჯავდნენ და ამოწმებდნენ ახალ ხელნაწერს სწავლულნი და თუ ორო ან სამი შეცდომა მაინც იყო შიგ, მაშინვე წვავდნენ. აი, როგორი სიფრთხილით, მოწიწებით და მორიდებით ეპყრობოდნენ ებრაელნი წმინდა ტექტს, რათა დაეცვათ იგი შერყვნისა და შელახვისაგან. ასე რომ, ახლანდელი საღმრთო წერილის ებრაული ტექსტი ბევრად არაფრით განირჩევა იმისაგან, როგორადაც ის გამოვიდა ღმრთივგანბრძნობილ დამწერთაგან". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th June 2024 - 09:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი