მღვიძარება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მღვიძარება |
marine |
May 27 2016, 12:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ღირს აკაკი კავსოკალიველს ჰკითხეს ძილსა და მღვიძარებაზე, მან უპასუხა: - ნახევარი საათის ძილი საკმარისია ჭეშმარიტი მონაზვნისთვისო!
თვითონ კი, წარმოუდგენელი სიმამაცით, მთელი ღამე იდგა ფეხზე ან დაჩოქილი ლოცულობდა და გალობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხცოვანს თიაქარი ძლიერ სტანჯავდა. ძალზე მცირე ხანს ეძინა, ისიც განთიადისას. დაეყრდნობოდა თავის ხელს, ან რაიმე საგანს და წათვლემდა, რათა გონება არ შერყეოდა უზომო მღვიძარებისგამ". "წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან". "ბევრი ძილისგან ჩვენი გონება სუქდებაო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 17 2019, 07:54 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ახალგამოცხადებული ათონელი წმინდანი სილუან რუსი, რომლის სიწმინდეც აღიარა ქრისტეს დიდებულმა ეკლესიამ (ანუ კოსტანტინოპოლის საპატრიარქომ, - კ.კ.) 1987 წელს, დაიბადა 1866 წელს და 1938 წელს აღესრულა. იგი წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მოღვაწეობდა. ღირსი მამა განვლიდა ცხოვრებას სიწმინდეში, ყველასადმი სიყვარულში, მოუკლებელ ლოცვასა და ღრმა სიმდაბლეში. მშვიდად აღესრულა და ღირსი კაცის სახელი დატოვა. მისი ცხოვრება აღწერა ინგლისის საპატრიარქოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სტავროპიტული მონასტრის წინამღვარმა არქიმანდრიტმა სოფრონმა.
ეს წმინდანი, სხვა სათნოებებთან ერთად, განსაკუთრებით მოიმუშაკებდა მღვიძარების სათნოებას, გამოცდილებით იცოდა, რამდენად ეხმარებოდა იგი გონების გაწმენდას, ლოცვისთვის ფრთაშესხმასა და სიხარულით განზავებული ტირილის გაღვივებას. ის ფეხზე მდგარი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებდა, ზოგჯერ სკამზე მცირე ხნით დაჯდებოდა. ეძინა 15-20 წუთი. ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძილი დღეღამეში ორ საათს შეადგენდა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი