ბოროტება, რა არის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბოროტება, რა არის? |
ulvashi |
Jul 6 2007, 04:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
რა არის ბოროტება?
არსებობს თუ არა ბოროტება, როგორც ასეთი თუ ბოროტება ადამიანის სულის თვისება, ესე იგი გაჩნდა ადამიანთან ერთად, არა? მაგრამ ადამის სამოთხიდან გამოძვებამდე შეიძლებოდა არსებულიყო? რა იყო ის ძალა, რამაც ერთ-ერთ ანგელოზს ღმერთისადმი თავის გატოლება გააბედინა? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები, რომლებიც გამაგრებული იქნება შესაბამისი საღვთისმეტყველო არგუმენტებით |
marine |
Nov 21 2019, 03:14 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,434 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
როგორ გაჩნდა დედამიწაზე ბოროტება
"ბოროტება – ადამიანთა და ანგელოზთა თავისუფალი არჩევანის არსებობის შედეგი ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა "და აჰა ძალიან კარგი იყო" და პირველი ადამიანების ცხოვრება სამოთხეში იყო ნეტარი, მაგრამ იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძნელია, "ძალიან კარგი" დაარქვა. სტიქიური უბედურებები, დაავადებები, ომი, უსამართლობა, დანაშაული და უპირველეს ყოვლისა სიკვდილი არ აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, იყოს ბედნიერი. ჩნდება კითხვა: თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი "ძალიან კარგად", საიდან მოვიდა ბოროტება, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში უბედურება მოიტანა? რეალურად ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, რადგან ღმერთი სიყვარულისა და სიკეთის წყაროა. მისი გაჩენის მიზეზზე მხოლოდ ადამიანი აგებს პასუხს, რომელმაც თავისუფალ არჩევანში სიკეთე არ აირჩია. ბოროტება - ეს არის იმ თავისუფლების ცუდად გამოყენება, რომლითაც ადამიანი დასაბამიდანაა დაჯილდოებული. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი არ ყოფილა ბოროტების შემოქმედი. პირველად ერთ-ერთმა ანგელოზმა უარი თქვა ღვთის სიყვარულზე, ამით ის ჩამოშორდა ყოველგვარ სიკეთეს და თავად შეიქმნა ბოროტებისა და სიბნელის წყარო. ამ დაცემული ანგელოზის მიზანი გახდა ადამიანის შეცდომაში შეყვანა, ბოროტებისკენ გადმობირება და ღმერთისადმი დაპირისპირება. ამ მიზნით ის ცდილობს ადამიანს უბიძგოს ღვთის მცნებების დარღვევისაკენ." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 11:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი