IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატიმრობაში მყოფნი და ეკლესიის აზრი, "საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა"
marine
პოსტი Jul 24 2017, 02:03 PM
პოსტი #81


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- #6 საპყრობილეში, სადაც თქვენ შედიხართ, ბევრი სამუდამო მსჯავრდადებულია, არიან ისეთებიც, რომლებიც 24-25-წლიანი სასჯელს იხდიან. როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ეკლესიასთან, მოძღვართან?

- ამ ადამიანების აღსარება ისეთი ცოცხალი რწმენითა და განცდითაა ნათქვამი, მრევლში რომ ერთეულებს გააჩნიათ. მათი გულიდან წამოსული და სიტყვით გამოთქმული სინანული არც მოჩვენებითია და არც ვალის მოხდის მიზნით ნათქვამი. ჩემმა სულიერმა შვილმა, მამუკა რატიშვილმა ასეთი წერილი მომწერა: "ჩემო სულიერო მოძღვარო, ღმერთმა დაგლოცოთ... მინდა გაგიმხილოთ, რაც ასე მტანჯავს და მაწვალებს. მთელი ჩემი ცხოვრება ცოდვებით არის დამძიმებული, სულ თითებზე ჩამოსათვლელი იქნება ის შეცოდებანი, რომლებიც მე არ ჩამიდენია. ათეისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეკლესიაში ან ვინმეს დასანახად შევდიოდი, ან ისეთ შემწეობას ვთხოვდი უფალს, რაც არ უნდა მეთხოვა. დროდადრო სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, მაგრამ ამქვეყნიურ სიამეებს აყოლილი მის ჩახშობას ვცდილობდი. ვქურდობდი, ვლოთობდი, უწესოდ ვცხოვრობდი, ვავაზაკობდი და არ ვფიქრობდი, რომ ადამიანი მხოლოდ ამისთვის არ იყო მოვლინებული. ერთი პერიოდი მონასტერში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი. ჩემს გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულით სურდათ ჩემი სიკეთე, არ უნდოდათ, რომ ავაზაკურად მეცხოვრა, მაგრამ ისინი არაეკლესიურნი იყვნენ და თანადგომა არ გამოიჩინეს ჩემი გადაწყვეტილებისადმი. მე ისევ ძველ გზას დავადექი...

პეტრეპავლობის მარხვა მოდიოდა, როცა საეკლესიო ჟურნალ "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემოგვიგზავნეს. წასაკითხი არაფერი მქონდა და ვიფიქრე, დროს მოვკლავ-მეთქი. დღესაც არ ვიცი, რა იყო ის, რამაც გული და სული შემიძრა... უფალმა სწორედ ის მომივლინა, რაც ასე მჭირდებოდა. მარხვას შევუდექი და მოწევას თავი დავანებე. ლოცვა დავიწყე. არ სჯეროდათ ჩემი, რომ მართლა გულით ვლოცულობდი... ლოცვის დროს ვტიროდი, მაგონდებოდა განვლილი ცხოვრება და მრცხვენოდა... ერთდროულად ამომიტივტივდა ყველაფერი: როგორ განვიკითხავდი, როგორ დავცინოდი, ზემოდან დავყურებდი სხვებს, როგორ ვაგინებდი და შეურაცხვყოფდი მშობლებს... დედას, რომელიც დარსა თუ ავდარში მოდიოდა ციხეში, ჩემთვის რაიმე რომ შემოეგზავნა... მე ცოდვილს კი სხვისი ტანჯვის და შეურაცხყოფის მეტი რა მაქვს გაკეთებული? მრცხვენია, თურმე ამაოდ მიცხოვრია. არადა, უწინ ვამართლებდი ჩემს ცხოვრებას. მენანება ის წლები, მეცოდება ჩემი თავი და ვკითხულობ - რატომ არავინ გამოჩნდა ჩემს დასახმარებლად? ესეც უფლის ნება იყო და იმიტომ. ღმერთმა დაუშვა ის, რომ ჩემებურად, მცდარად მეცხოვრა და მერე შემედარებინა ჩემი წარსული და აწმყო.

პირველად პეტრეპავლობის მარხვაში შეგხვდით. დამლოცეთ და როდესაც ოლარი გადამაფარეთ, ვერ აგიხსნით, რა გრძნობა დამეუფლა. ალბათ გახსოვთ ჩემი პირველი აღსარება - ცრემლს ვერ ვიკავებდი. მინდოდა ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ლაპარაკი აღარ შემეძლო. მხოლოდ თქვენ გხედავდით, მამაო. შვება ვიგრძენი. ბევრს ჰგონია, იმიტომ შევიცვალე, ასე რომ მიჭირს ციხეში. მე აქ მესამედ ვარ და მშვენივრად ვიცი აქაური ცხოვრება. ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე, არჩევანის წინაშე დამდგარი როგორ მოვიქცეოდი, რომ ეთქვათ ჩემთვის - გაგიშვებთ და სხვებივით იცხოვრეო... ჩემი ერთადერთი სურვილია, აქედან გასული მონასტერში წავიდე. უფლის გზანი შეუცნობელია, თუ ღირსი ვიქნები, ალბათ ღმერთი დაუშვებს ამას და შევძლებ, რომ ცოდვით დამძიმებული სული გადავირჩინო, ღმერთს ვემსახურო და ვიცხოვრო ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც იესოს სახეა მიწაზე. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ინება, ამდენი ხნის შემდეგ მეგრძნო მისი მადლი და გზის სისწორე, რომელიც სულის გადარჩენაში დამეხმარება.

ისიც უფლის ნება იყო, რომ ჩემმა ახლობელმა "კარიბჭის" რამდენიმე ნომერი შემომიგზავნა. ერთ-ერთ მათგანში ლარგვისის მონასტერი აღმოვაჩინე და გავიფიქრე, სასჯელს რომ მოვიხდი, იქ წავალ-მეთქი. პატარა არ ვარ, რომ ვერ განვსაზღვრო ის, თუ რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს ამ გზაზე, ეს ვინმეს აყოლით არ გადამიწყვეტია. ისიც კარგად ვიცი, რომ მძიმე ჯვარი იქნება ეს ჩემთვის. ამიტომ ძალიან მინდა ეს დრო, ვიდრე ციხეში ვარ, უფლის შეწევნით და თქვენი დახმარებით მაქსიმალურად გამოვიყენო, ვისწავლო და გავიგო ის, რაც მონასტერში გამომადგება.

ახლა ძალიან მიჭირს. ისიც კარგად მესმის, რომ ხშირად ვერ ახერხებთ ჩვენთან, თქვენს სულიერ შვილებთან ციხეში შემოსვლას. არადა, როგორ მინდა, ხშირად მოდიოდეთ. თქვენი დანახვა ყოველთვის მამშვიდებს. ხშირად ლოცვა მიჭირს, ყურადღება მეფანტება, მაგრამ ვიხსენებ თქვენს დარიგებას და თავს შევუძახებ ხოლმე - გაუძელი!

ჩემო მოძღვარო, ილოცეთ ჩემი ტანჯვითა და ცოდვებით დამძიმებული სულისთვის. ღმერთი იყოს თქვენი ოჯახისა და მრევლის მფარველი!"

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Nov 22 2019, 03:45 PM
პოსტი #82


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



***
"ცნობილი რუმინელი მართლმადიდებელი მღვდელი გიორგი კალციუსი კომუნისტურ რეპრესიებს სასწაულებრივად გადაურჩა და ამ რეპრესიათა მსხვერპლ არაერთ მართლმადიდებელ მოწამეს იცნობდა, რომლებიც, გაუსაძლისი ტანჯვის პირობებში, ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად ექცნენ გარშემომყოფთ.

მამა გიორგი: "1947 წელს რუსულმა არმიამ მეფე აიძულა, რუმინეთი დაეტოვებინა, რის შემდეგაც კომუნისტებმა ძალაუფლება სრულად იგდეს ხელში.

რუმინეთში რწმენა ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ინტელიგენციამ, რომელიც მოიხიბლა სექსუალური თავისუფლებით და მასონობით, უღალატა ეკლესიას.

პიტესტის ციხე მაკარენკოს ექსპერიმენტის ასლი გახლდათ. ხომ მოგეხსენებათ, რა მიზანსაც ემსახურებოდა ხსენებული ექსპერიმენტი? - ის ახალგაზრდები უნდა გადაეგვარებინა, ვინც კომუნიზმს შეეწინააღმდეგა.

- რა ასაკის სრუდენტებს ეხებოდა ეს ყველაფერი?

- თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე. მათ სურდათ, თაობებს შორის უფსკრული გაეჩინათ. რუმინეთი სულაც არ გახლავთ პრიმიტიული ქვეყანა. ჩვენთვის ყოველთვის ძვირფასი იყო ქრისტიანული სული და ღირებულებები...

პიტესტის ციხეში კოშმარი ტრიალებდა, უამრავი საუკეთესო ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა ამ წლებმა...

მე ძალიან გამიმართლა, რადგან იმ თექვსმეტ ადამიანს შორის მოვხვდი, რომლებიც უშიშროებამ ჯილევის ციხეში გადაიყვანა (ეს ციხე მთლიანად მიწის ქვეშაა)... სწორედ მის კედლებში დაიწყო ჩემი სულიერი გამოფხიზლება...

ჯილევის ციხეს ჰქონდა სპეციალური საკანი, რომელიც შუაზე გაჭრილ ცილინდრს წააგავდა... ჩვენ მიწის ქვეშ ვიმყოფებოდით... ამ ცილინდრში ოთხი უფანჯრო საკანი ააშენეს, რომელთა თავზეც შვიდი მეტრი მიწა იყო. დღის სინათლეს, ბუნებრივია, ვერ ვხედავდით, მხოლოდ ერთი ელექტრონათურა გვქონდა.

ჩვენს საკანში ერთი მძიმედ სნეული, კონსტანტინე ოპრისანი მოიყვანეს, რომელიც დღეში ორჯერ ფილტვებიდან სისხლს ამოახველებდა ხოლმე... რადგან სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობდი, მასზე ზრუნვა გადავწყვიტე. კონსტანტინეს მოძრაობა არ შეეძლო და ყველაფერს მე ვუკეთებდი... ის წმინდანივით იყო, მტრედივით მშვიდი... მსგავსი ადამიანი მანამდე არ მენახა... პიტესტში სამ წელიწადს აწამებდნენ, - იმდენი სცემეს, სანამ ფილტვები არ გაუნადგურეს... მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა და საყვედურიც კი არ დასცდენია მტანჯველების მიმართ.

გამუდმებით იესოზე გვესაუბრებოდა და ყველანი ვგრძნობდით, თუ რა გამორჩეული ადამიანი გამოგვიგზავნა ამ ჯოჯოხეთში ღმერთმა... იმ საშინელ საკანში კონსტანტინე ჩვენი გამართლება იყო...

როდესაც გარდაცვალების ჟამი დაუდგა, ყველანი მორიგეობით ვდარაჯობდით, თვალს არ ვაშორებდით არც დღით, არც ღამით... მალე ერთ-ერთმა შეამჩნია, რომ იგი მიდიოდა... სახე სრულიად შეეცვალა და თვალებზე ბინდი გადაეკრა, შეშინებულმა ხელზე ხელი მოვკიდე და განწირულმა ჩავძახე: "კონსტანტინე, არ მოკვდე, არა!" და ის მართლაც გამობრუნდა, თვალები დაეწმინდა... არ ვიცი, რა ხდებოდა მის სულში, მაგრამ რომ შემომხედა, თვალები შიშით აევსო და ტირილი იწყო... მივხვდი, მზად იყო წასასვლელად, მე კი ისევ ამ საშინელ სამყაროში დავაბრუნე... საოცარია, მაგრამ ახალშობილს დაემსგავსა... ასე მტირალი ორიოდ წუთში მიიცვალა...

დაახლოებით ერთ წელიწადს ვიყავით ერთად... მისი სიკვდილის შემდეგ ყველამ ვიგრძენით, რაღაც როგორ განადგურდა ჩვენში. იცით, რა აღმოვაჩინეთ? ასე ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც გადაადგილებაც კი არ შეეძლო, ჩვენი სიცოცხლის ნიშატად და მშვიდობისმყოფელად ქცეულიყო... საშინელი მარტოობა შევიგრძენით მაშინ...

ცხედარი განვბანეთ, შემდეგ დაცვას შევატყობინეთ მისი გარდაცვალების შესახებ... სამ საათში მოგვაკითხეს და ნება მოგვცეს, გარდაცვლილი გარეთ გაგვესვენებინა...

ამდენი ხნის განმავლობაში მზე არ გვენახა, ნესტიან საკანში დამპალი ჩალის ლეიბებზე ვიწექით და თითქმის დაგვავიწყდა, რომ მბჟუტავი ელექტრონათურის გარდა სინათლეს მზეც გამოსცემდა... რომ არსებობდა ცა და ყვავილები, დღე და ღამე...

მზე ჩადიოდა და ყველაფერს ოქროსფერი ნათელი ადგა... ცხედარი მიწაზე დავასვენეთ, სრულიად შიშველი იყო, რადგან მისი უბადრუკი ტანსაცმელი სხვა პატიმრისთვის უნდა ჩაეცმიათ... ის ძონძებიც კი დაენანათ... მის გალეულ სხეულს რომ ვუყურებდით, არ გვჯეროდა, რომ ეს ადამიანის სხეული იყო, იმ ადამიანისა, რომელმაც ამხელა სიწმინდე დაიტია...

ჩემმა მეგობარმა აიღო და გარდაცვლილს გულზე ლურჯი ყვავილი დაადო... რომ ვბრუნდებოდით, უკან მოვიხედე და ეს ყველაფერი სამუდამოდ დავიმახსოვრე...

ჩვენს საკანს სიკვდილის გემი დავარქვი, რადგან მისი ბინადარნი სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი.

იმ ციხეში იყვნენ ქალები, მათ შორის - მონაზვნებიც, რომლებმაც მამაკაცებზე მეტი სიმტკიცე გამოიჩინეს. ერთ-ერთი, დედა მიქაელა, ციხეში 40 წლის ასაკში წამებით აღესრულა. დიდი სულიერების ადამიანი იყო, სამი თვის განმავლობაში მხოლოდ წმინდა ზიარებით ცოცხლობდა... როგორც ჩანს, უშიშროებას მისი არსებობა განსაკუთრებულად აღიზიანებდა, რადგან საგულდაგულოდ იზოლირებულს გამორჩევით ტანჯავდნენ...

რაც შეეხება კონსტანტინე ოპრისანს, იგი ცოტას ლაპარაკობდა, დღეში მხოლოდ ერთ ან ორ საათს - საამისოდ ძალა არ ჰყოფნიდა, მაგრამ მის ბაგეთაგან გამომავალი ყოველი სიტყვა წმინდა იყო, უდიდეს სიმშვიდეს აფრქვევდა... მხოლოდ იესოზე, სიყვარულსა და მიტევებაზე გვესაუბრებოდა, მის ლოცვებს დიდი ძალა ჰქონდა და ამ დროს გრძნობდი, რაოდენ ნატანჯი კაცი აღმოთქვამდა ამ ლოცვებს... გგონიათ, ეს ადვილი იყო? მას ჩვენი დაცვა სურდა, ცდილობდა, ბევრი არ ეხველებინა, რომ ჰაერში ბაქტერიები არ გაევრცელებინა... კონსტანტინე ჩვენს საკანში წმინდანივით იყო... უკანასკნელ დღეებში, როდესაც უკვე ლაპარაკიც აღარ შეეძლო, მაინც ძველებური სიყვარულით გვეპყრობოდა. მისი თვალები დიდ შინაგან ნათელს, სიმშვიდესა და სიყვარულს გამოსცემდა. ადამიანებისთვის სიცოცხლის მსხვერპლად გაღება შეეძლო. გასაოცრად ჭკვიანი იყო. როგორც გითხარით, გამუდმებით ლოცულობდა... თუ ჩვენ შორის ურთიერთობა იძაბებოდა, მაშინვე ლოცვას იწყებდა და ეს ლოცვა ყოველთვის ნაყოფიერი იყო... ხმამაღლა არ ლოცულობდა, მაგრამ ამ დროს სახე სრულიად გარდაექმნებოდა ხოლმე...

რაც შეეხება გაფენსუს, იგი პიტესტში 1949 წელს გარდაიცვალა. ღმერთი გამორჩეულად მფარველობდა... ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი, ძალიან ავად იყო... საკმარისი იყო, შეგეხედათ ან, უბრალოდ, მის გვერდით ჩაგევლოთ, მაშინვე იგრძნობდით მის გავლენას. საოცარი მშვიდობა დაჰქონდა სულით... ვინც კი მის საკანში მოხვდებოდა, იმწამსვე ივიწყებდა ღვთისმგმობ და ცუდ აზრს. გაფენსუს, დიდი სულიერებისა და რწმენის წყალობით, ადამიანთა სულისა და გონების შეცვლა შეეძლო.

რაღა თქმა უნდა, იყვნენ სხვებიც, რომელნიც ამ საშინელ წლებს შეეწირნენ, მაგრამმმათი წმინდა სახელები მხოლოდ უფალმა უწყის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   პატიმრობაში მყოფნი და ეკლესიის აზრი   Jul 24 2017, 02:03 PM
marine   "ქრისტიანისთვის ...   Jul 25 2017, 11:32 AM
marine   "კიევის მღვიმევი...   Jul 26 2017, 08:09 PM
marine   "პატიმრობაში მყო...   Jul 27 2017, 12:12 PM
marine   "ციხე ადამიანს აქ...   Jul 28 2017, 10:54 AM
marine   "ადამიანში, როგორ...   Aug 1 2017, 02:53 PM
marine   "- სამუდამო პატიმ...   Aug 2 2017, 12:03 PM
marine   "ერთი ვინმე ტყვედ...   Aug 3 2017, 10:33 AM
marine   "მაგალითად შეიძლ...   Aug 3 2017, 07:14 PM
marine   "1937 წელს მამა სიმო...   Aug 9 2017, 10:44 PM
marine   "იძულებით თავისუ...   Aug 10 2017, 10:44 AM
marine   დაგვიანებული სასჯ...   Aug 17 2017, 11:22 AM
marine   "- უწმინდესი და უნ...   Aug 20 2017, 12:04 PM
marine   "კვლავ ციხეში ვარ...   Sep 7 2017, 10:20 AM
marine   "წმინდა გაბრიელ მ...   Sep 13 2017, 01:00 PM
marine   წერილი 204. მეღვინე ს-...   Oct 6 2017, 09:43 PM
marine   "1950 წლის აპრილში მ...   Oct 9 2017, 10:33 AM
marine   "არიან პატიმრობი...   Nov 3 2017, 10:33 AM
marine   მსჯავრდადებულ პ.ი-...   Dec 15 2017, 09:29 PM
marine   "საპატიმროებშიც ...   Dec 19 2017, 01:20 PM
marine   "ვიცით, რომ პატრი...   Dec 21 2017, 11:31 AM
marine   "გაგიკვირდებათ, მ...   Dec 22 2017, 09:30 PM
marine   "ერთხელ მამა გაბრ...   Dec 27 2017, 11:59 AM
marine   "თუ ადამიანმა უფა...   Dec 27 2017, 01:51 PM
marine   ქეთევანი (35 წლის): ძა...   Dec 29 2017, 10:19 AM
marine   "რა გახდა მიზეზი ...   Jan 11 2018, 11:34 AM
marine   "ზოგჯერ პატიმრობ...   Jan 11 2018, 12:27 PM
marine   "მთავარია, კაცმა ...   Jan 12 2018, 11:37 AM
marine   "გასული საუკუნის ...   Jan 15 2018, 02:31 PM
marine   "აქვე მინდა შევეხ...   Jan 16 2018, 12:41 PM
marine   "რამდენთა ძვლები...   Jan 16 2018, 06:34 PM
marine   "უდანაშაულოს დაპ...   Jan 16 2018, 09:01 PM
marine   "დაპატიმრების დრ...   Jan 22 2018, 09:05 PM
marine   “დანაშაული და სასჯ...   Jan 23 2018, 03:35 PM
marine   "გერმანელებმა იუ...   Jan 25 2018, 10:38 AM
marine   "ციხე მას [მამა იო...   Jan 25 2018, 10:57 AM
marine   "გადასახლებაში ი...   Jan 25 2018, 11:44 AM
marine   "პატიმრობა ცვლის ...   Jan 25 2018, 07:18 PM
marine   "შეიძლება ადამია...   Jan 26 2018, 12:02 PM
marine   "ღმერთი ზოგიერთ კ...   Jan 26 2018, 09:11 PM
marine   "მართლაც, ფრიად ს...   Jan 28 2018, 09:08 PM
marine   "საპატიმრო არ უნდ...   Jan 29 2018, 11:58 AM
marine   "თუკი სულიერი თვა...   Jan 29 2018, 07:59 PM
marine   "1937 წელს მონაზონი ...   Jan 29 2018, 08:20 PM
marine   "მართალი იყო ლ. ტო...   Jan 31 2018, 11:24 AM
marine   "ნამდვილი ლოცვა პ...   Feb 1 2018, 02:59 PM
marine   პატიმრის წერილები...   Feb 22 2018, 10:47 PM
marine   "როცა ავად იყო [წმ....   Feb 25 2018, 01:19 PM
marine   "ერთხელ წმინდა ილ...   Nov 15 2018, 01:15 PM
marine   "პატიმრობა ადამი...   Dec 26 2018, 07:24 PM
marine   "კომუნისტურ პერი...   Jan 5 2019, 06:04 PM
marine   "საპყრობილეშია ვ...   Mar 24 2019, 06:46 PM
marine   "როცა ეკლესიაში ბ...   Jul 21 2019, 08:22 PM
marine   "ორიოდე ათეული წლ...   Jul 30 2019, 08:55 PM
marine   "საპყრობილეში ას...   Sep 29 2019, 08:26 PM
marine   "უფალო, გმადლობ ყ...   Nov 13 2019, 05:18 PM
marine   *** "ცნობილი რუმინე...   Nov 22 2019, 03:45 PM
marine   "უფალი მოინახულე...   Dec 28 2019, 10:38 PM
marine   "1928 წელს მამა სამს...   Feb 29 2020, 01:33 PM
marine   Free Let's free the prisoners Liberate [...   Mar 3 2020, 06:05 PM
marine   atrocious [ə'trəuʃəs] = სასტიკ...   Mar 10 2020, 05:26 PM
marine   "უდანაშაულო კაცი...   Apr 26 2020, 08:34 PM
marine   ჟურნალისტი ციხეში ...   Jun 3 2020, 10:26 PM
marine   "ბორკილებს - ფრთო...   Jun 13 2020, 10:26 PM
marine   "მამა ზინობი [მაჟ...   Jul 6 2020, 11:22 AM
marine   "იმაზე დიდი სასჯე...   Jul 11 2020, 02:06 PM
marine   "წმინდა გაბრიელ მ...   Aug 14 2020, 07:06 PM
marine   "გამოცდილი პრაქტ...   Aug 20 2020, 07:34 PM
marine   "შეიძლება დანაშა...   Dec 9 2020, 10:09 PM
marine   "ციხე რაღაცით ჰგა...   May 17 2021, 09:31 PM
marine   "რა არის მძიმე ძმ...   Jul 2 2021, 04:21 PM
marine   "შეხედე, რამდენი ...   Jul 8 2021, 08:32 PM
marine   "ვილოცოთ მათთვის...   Jan 18 2022, 06:00 PM
marine   "მრავალი წლის წინ...   Jan 18 2022, 09:12 PM
marine   "რად მწუხარე ხარ, ...   Jan 22 2022, 02:20 PM
marine   "სად არის ის ხალხ...   Feb 14 2022, 08:59 PM
marine   "დამნაშავეთ სინა...   Mar 1 2022, 03:56 PM
marine   "კატარღის ჩაძირვ...   Jun 4 2022, 01:12 PM
marine   "აუცილებლად უნდა ...   Jul 6 2022, 10:18 PM
marine   "სიკვდილმისჯილ ა...   Jul 26 2022, 03:13 PM
marine   "სხვა დროს ჩემი ძ...   Sep 8 2022, 07:32 PM
marine   "90-იანი წლების დას...   Nov 18 2022, 01:47 PM
marine   "თქვენ, ალბათ, გან...   Feb 20 2023, 08:54 PM
marine   "მოვა დრო, როდესა...   Mar 24 2023, 01:29 PM
marine   "როდესაც პროტოპრ...   Jun 8 2023, 12:49 PM
marine   "კიდევ მახსოვს, რ...   Jun 12 2023, 08:17 PM
marine   "მოგვითხრობს იერ...   Jun 14 2023, 05:45 PM
marine   "მამა ვასილი [ოპტ...   Jun 15 2023, 01:12 PM
marine   "რამდენიმე წლის წ...   Jul 13 2023, 07:50 PM
marine   "პატიმრობა მოგის...   Jul 14 2023, 07:52 PM
marine   "მოვინახულეთ ადგ...   Jul 23 2023, 07:07 PM
marine   "ა.წ. 11 ივლისს სამე...   Aug 20 2023, 05:03 PM
marine   "უფალი მოინახულე...   Oct 4 2023, 03:53 PM
marine   "შეხედეთ - შეპყრო...   Dec 23 2023, 07:52 PM
marine   "ციხემ არ დაგაშინ...   Dec 28 2023, 08:27 PM
marine   "აბა, ნახეთ: დამნა...   Jan 20 2024, 08:33 PM
marine   "სიკვდილმისჯილ პ...   Jan 30 2024, 06:11 PM
marine   "როდესაც ვინმე გუ...   May 8 2024, 11:31 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 06:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი