სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ალექსანდრე |
Sep 6 2006, 06:58 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
სიძვისა და მრუშობის შესახებ
დედაკაცი, რომელიც თავის ქმარს დატოვებს და სხვასთან წავა, მრუშია, როგორც იტყვის საღმრთო და დიდი ბასილი იერემია წინასწარმეტყველის სიტყვათა მოხმობით: ''თუ დედაკაცმა დატოვა თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ, შეგინებით შეიგინოს'' [იერემია 3,1]; ან კიდევ ''ვისაც ყავს მრუში ცოლი, უგუნური არის და უღმრთო'' [იგავთა 18, 23]; თუ გაირკვა, რომ ცოლი უმიზეზოდ გაშორდა ქმარს, მისი ქმარი შენდობის ღირსია, ხოლო ცოლი - განკანონებისა. შენდობა ქმარს ეკლესიისაგან ზიარების შეიწყვეტლად მიეცეს, მაგრამ ''მამაკაცი, რომელმაც მიატოვოს კანონიერად შერთული ცოლი და სხვა მოიყვანოს, მრუშობის კანონით უნდა დაისაჯოს'' [ლუკა 16, 18] როგორც უფალმა განაჩინა. ასეთები, ჩვენი მამების მიერ, ასე დაისჯებიან: ერთ წელიწადს უნდა შესტიროდნენ (ეკლესიის გარეთ მდგომნი), ორი წელი მსმენელებთან უნდა იდგნენ, სამი წელი შევრდომით (მუხლმოყრით) იყვნენ და მეშვიდე წელს დადგნენ მორწმუნეებთან ერთად და ასე გახდნენ ზიარების ღირსნი, თუ ცრემლით მოინანიებენ თავიანთ ბრალს. VI მსოფლიო კრების 87-ე კანონი ვინც გაუშვებს კანონიერად შეუღლებულ დედაკაცს და სხვას მოიყვანს, იგი უფლის განჩინებისამებრ დაისჯება მრუშობის სასჯელით (შდრ. მათე 19,9) და განკანონებულ იქნება ჩვენი მამების მიერ შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს, ხოლო მეშვიდე წელს უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად გახდება იგი ღირსი ზიარებისა თუ ცრემლით მოინანიებს. ბასილი დიდის 77- ე კანონი. და - ძმათა სისხლის აღმრევს კაცისმკვლელის სასჯელი ედება. ბასილი დიდის 67-ე კანონი ვინც გაბედოს დაქორწინება ნათესავზე, რომელთანაც ქორწინება არ შეიძლებავდა საქმით აღასრულოს ცოდვა, მას მემრუშეთა სასჯელი დაედოს და მათებრ იქნეს განკანონებული. ბასილი დიდის 68-ე კანონი. ის, ვინც მამის ცოლთან გაიხრწნება, იმავე სასჯელს ექვემდებარება, რაც განწესებულია თავის დასთან შეგინებულისთვის. ბასილი დიდის 79-ე კანონი უფლის განჩინება, რომელიც ამბობს, რომ ქორწინება ''სიძვის მიზეზის გარეშე'' არ უნდა დაირღვეს [მათე 5, 32], თანაბრად ეხება მამაკაცებსა და ქალებს. ჩვეულება კი სხვას გვიჩვენებს. დედაკაცის შესახებ არსებობს ბევრი მკაცრი გამონათქვამი: რომ ''ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მათთან ერთად'' [I კორინთელთა 6, 16], - ''თუ დედაკაცმა დატოვოს თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ შეგინებით შეიგინოს'' [იერემია 3, 1] ჩვეულება ქალებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაცებს. თუ მეუღლე ცემს მას, უფრო მართებულია მოითმინოს და არ გასცილდეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგან ნათქვამია: ''რა იცი შენ დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი'' [I კორინთელთა 7, 16]; ამის გამო, მრუშია ქმრის მიმტოვებელი ქალი, რომელიც შეუერთდება სხვის ქმარს, ხოლო მიტოვებული შენდობის ღირსია და მასთან შეერთებული სხვა დედაკაცი არ არის დასჯის ღირსი. თუ მამაკაცი მიატოვებს ცოლს და შეუერთდება სხვას, ის მრუშია იმის გამო, რომ ამით ცოლს აიძულებს იმრუსოს, მასთან შეერთებული დედაკაციც მრუშია იმის გამო, რომ სხვა დედაკაცის ქმარი მიისაკუთრა. ბასილი დიდის მე-9 კანონი თუ მორწმუნეს ბრალი დაედოს სიძვაში მრუშობაში, ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმეში და იგი ამხილონ, ნუ იქნება მიღებული სამღვდელო დასში. მოციქულთა კრების 61-ე კანონი თუ ვისიმე ცოლი იმრუშებს, ან ვისიმე ქმარი მრუში იქნება, შვიდი წელი უნდა გაატაროს (ეპიტიმიის) ხარისხების მიხედვით, სანამ მიიღებს სრულ ზიარებას. ანკირიის მე- 20 კანონი თუ ერისკაცის ცოლი იმრუშებს და ამაში აშკარად იქნება მხილებული, ასეთ კაცს არა აქვს უფლება სამღვდელო პირი გახდეს, ხოლო თუ ქმრის ხელდასხმის მერე იმრუშებს, ქმარი უნდა გაშორდეს მას. თუ მასთან იცხოვრებს (ისევ) არა აქვს უფლება შეასრულოს მისთვის დავალებული მსახურება. ნეოკესარიის მე-8 კანონი. ვინც სულთა საცდურად მეძავებს შეკრებს და გამოკვებავს, თუ ეკლესიის მსახური იყოს , განიკვეთოს, თუ ერისკაცი იყოს უზიარებელ იქნეს. VI მსოფლიო კრების 86-ე კანონი ვინც თავის მიერ გახრწნილ დედაკაცს მოიყვანს ცოლად, იმ გახრწნისათვის ჯეროვნად განკანონებული უნდა იქნეს, მაგრამ ნება მიეცეს, რომ ის დედაკაცი ჰყავდეს ცოლად. ბასილი დიდის 25-ე კანონი სიძვა არ არის ქორწინება და არც ქორწინების დასაწყისი, ამის გამო უკეთესია, თუ შესაძლებელი იქნება, სიძვით შეერთებულთა დაშორება. ხოლო თუ ყველანაირად ესწრაფვიან ერთად ცხოვრებას, მათ უნდა შეასრულონ სიძვის კანონი, ხოლო ერთად ცხოვრების უფლება უნდა მიეცეთ, რათა უარესი არ მოხდეს. ბასილი დიდის 26-ე კანონი ძალით გახრწნილს ბრალი არ ედება. იმის გამო, თუ მხევალი იძულებულ იქნა ბატონის მიერ, მას ბრალი არა აქვს. ბასილი დიდის 49-ე კანონი ჩვენმა მამებმა არ ბრძანეს იმ დედაკაცების გამოაშკარავება, რომლებიც იმრუშებენ და შემდეგ, ღმრთის შიშით, აღიარებენ ცოდვას , ან სხვა სახით გამომჟღავნდებიან, რათა ეს არ გახდეს სიკვდილის მიზეზი მხილებულთათვის. მამებმა მათ მორწმუნეებთან დგომის ნება დართეს, ოღონდ ზიარების გარეშე, სანამ არ შესრულდება მათი სინანულის ვადა. ბასილი დიდის 34-ე კანონი თუ ცოლიანი იქორწინებს უცხო დედაკაცთან, ამ ქალის წართმევის შემდეგ, იგი მრუშად არის წოდებული პირველი ცოლის მიმართ, ხოლო მეორე ცოლის მიმართ იგი უდანაშაულოა. ბასილი დიდის 37-ე კანონი მრუშ ქმართან მცხოვრები ქალი მრუშია მთელი დროის განმავლობაში ბასილი დიდის 39- კანონი. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
| ალექსანდრე |
Sep 21 2006, 07:04 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
შვილის მომკვლელი დედების შესახებ
დედები, რომლებიც საწამლავს ამზადებენ და თავის ნაყოფს სპობენ, ადრინდელი კანონის მიხედვით სიკვდილამდე არ დაიშვებოდნენ წმიდა საიდუმლოთა ზიარებაზე. ხოლო ჩვენ ვცდილობთ უფრო მეტი კაცთმოყვარება გამოვიჩინოთ და განვსაზღვრავთ, რომ მათ ათი წელი უნდა შეასრულონ ეპიტიმიის დაწესებულ ხარისხთა მიხედვით ანკირიის კრების 21-ე კანონი ქალებს, რომლებიც ჩვილებს სასიკვდილო წამალს მისცემენ და რომლებიც თვითონ მიიღებენ მათ მოსაშორებელ საწამლავს, კაცისმკვლელთა კანონით განვაკანონებთ VI მსოფლიო კრების 91-ე კანონი წინასწარ განზრახვით მუცელში ჩვილის მომკვლელს, კაცისმკვლელის სასჯელი ედება. ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ, ჩასახულია და არის ბოლომდე გაფორმებული თუ არა მოწყვეტილი ჩვილი. აქ გამოიძიება და დასასჯელი იქნება არა მხოლოდ დამნაშავე დასაბადებლის მოსპობისათვის, არამედ მისი მშობელიც, რომელმაც თავის თავზე აღმართა ხელი, რადგან ამ მიზეზით მრავალი ქალი კვდება. ამას უერთდება გახრწნა ნაყოფისა, როგორც სხვა სახე კაცისკვლისა. ვინც ამის წინასწარი განზრახვით გაკეთებას გაბედავს, მკვლელია, მაგრამ მისი სინანული არ უნდა გაგრძელდეს სიკვდილამდე, არამედ, მისი შეწყნარება შეიძლება ათი წლის შემდეგ. მათი სრულიად განკურნება ბრალისაგან შეუძლია არა დროს, არამედ სინანულის სახეს. ბასილი დიდის მე-2 კანონი ხშირად ქალები ჯადოქრობით და გრძნეული ძალებით თავს აყვარებენ მამაკაცებს. ამ მიზნით აძლევენ ისეთ წამალს, რომელიც გონებას უკარგავს მათ და კლავს. ასეთი სიკვდილიც, თუმცა სხვა იყო მათი მონდომების მიზეზი და სხვა აღსრულდა, უჯერო და უწესო ხერხების ხმარებისათვის განზრახ კაცისკვლად ჩაითვლება. ამასთან ერთად ისინიც, ვინც ფეხმძიმეებს მუცლის მოსაწყვეტ წამალს მისცემენ, კაცისმკვლელები არიან. ასევე, კაცისმკვლელის ბრალი ედება, რათქმაუნდა იმათ, ვინც ამ წამალს მიიღებს და მოიხმარს ბასილი დიდის მე-8 კანონი თუ ქალმა მის მიერ გზაში შობილს ყურადღება მოაკლოს და როგორც შეძლოს არ გაუფრთხილდეს და უგულვებელყოს, ან ცოდვის დაფარვა განიზრახოს, ან ყოვლად კაცთმოძულე და მხეცური განზრახვა შეასრულოს, როგორც კაცისმკვლელი, ისე დაისაჯოს. ხოლო თუ ვერ შეძლოს გაფრთხილება ადგილის უდაბურობის ან გაჭირვებით შექმნილი აუტანელი პირობების გამო და დაიღუპოს შობილი, დედას უნდა შეენდოს. ბასილი დიდის 52-ე კანონი ჩაცმულობის შესახებ თუ მამაკაცი სადედაკაცო სამოსელით შეიმოსოს, ან დედაკაცი - სამამაკაცოთი, უზიარებელ იყოს. VI მსოფლიო კრების 62-ე კანონი საფლავთა მძარცველთა შესახებ საფლავთა მძარცველობა განიყოფა შესანდობლად და შეუნდობლად. თუ ვინმე ცხედარს მოერიდოს, დამარხული სხეული ხელუხლებლად დატოვოს ან დამარხოს ისევ, რომ მზემ არ ნახოს ბუნების უშვერება და ამ საფლავის ახლოს ააშენოს რაიმე ნაგებობა, თუმცა საქებარი საქციელი არ არის, მაგრამ ჩვეულებას ეს მიუჩნევია შესანდობლად, თუ რაიმე პატიოსანი და საზოგადოდ სასარგებლო საქმისათვის იქნება გამოყენებული ის ნივთები. ხოლო, გაჩხრეკა, მტვრად და მიწად ქცეული ხორცისა და ძვლების აქეთ-იქით მიმოყრა იმ იმედით, რომ შეიძენენ მასთან ერთად დამარხულ სამკაულებს, უნდა დაისაჯოს იმ კანონის მიხედვით, რომლითაც განაკანონებენ სიძვის ჩამდენს. გრიგოლ ნოსელის მე-7 კანონი თავისმკვლელთა შესახებ შესაწირავის შეწირვა (ჟამის-წირვა) თავისმკვლელებისათვის არ შეიძლება, ხოლო ვინც ცნობადაკარგული იყო და თავი მოიკლა, მისთვის შეიძლება ჟამის-წირვის ჩატარება. ტიმოთე ალექსანდრიელის კანონი შვილის მიმტოვებელი დედების შესახებ თუ ვინმე მიატოვებს შვილებს, არ კვებავს მათ და არ ეხმარება, რაც შეუძლია, რათა აღზარდოს სათანადო ღმრთისმსახურებით, არამედ, განდეგილობის მიზეზით უყურადღებოდ დატოვებს მათ, შეჩვენებულ იქნეს. ღანგრის კრების მე-15 კანონი ადამის უკვდავად დაბადების შესახებ ვინც იტყვის, რომ პირველი კაცი - ადამი, დაიბადა მოკვდავად, ისე, რომ თუნდ ჩაედინა ცოდვა, თუნდ არა, მაინც ეწერა ხორციელი სიკვდილი, ე.ი. ხორციდან გასვლა არა ცოდვის სასჯელად, არამედ ბუნების აუცილებლობის გამო, შეჩვენებულ იყოს. კართაგენის კრების 109-ე კანონი ეკლესიის და სასულიერო პირთა შეურაცხყოფის შესახებ თუ ვინმე ერისკაცი უგულებელყოფს საღმრთო და სამეუფო ბრძანებებს, სასაცილოდ აიგდებს ეკლესიის მოწიწების ღირს წესებს (დაუწერელ დადგენილებებსა და ძველ გადმოცემებს) და სჯულს ( დაწერილ კანონებს) და გაბედავს სასულიერო პირის ცემას და საპყრობილეში ჩაგდებას დანაშაულის გარეშე, ან რაიმე შეთხზული მიზეზის გამო, შეჩვენებულ იქნეს. სოფიის ტაძარში შეკრებილ წმიდა მამათა მე-3 კანონი თუ რა ასაკიდან განიკითხება ადამიანი ღმრთის მიერ ყოველი ადამიანი შემეცნების და მსჯელობის უნარის მიხედვით, განიკითხება ათი წლის ასაკიდან, მეორენი კი, შემდგომი წლებიდან. ტიმოთე ალექსანდრიელის მე-8 კანონი მამაკაცის და ქალის ერთად ბანაობის აკრძალვის შესახებ ქალთან ერთად ბანაობა ეკრძალება ყველა ქრისტიანს, რადგან ეს არის წარმართთა მიერ წამოყენებული პირველი ბრალდება ჩვენზე. ასეთ საქმეში მხილებული ერისკაცი უზიარებელ იქნეს. ლაოდიკიის კრების 77-ე კანონი უძლურთა დაცინვის შესახებ თუ რომელიმე ერისკაცმა დასცინოს კოჭლს, ყრუს, ბრმას, ფეხებდაწყლულებულს, უზიარებლობით დაისაჯოს. მოციქულთა კრების 57-ე კანონი -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
ალექსანდრე დიდი სჯულისკანონი Sep 6 2006, 06:58 PM
salome :unsure: :unsure: :unsure: Sep 6 2006, 10:46 PM
ალექსანდრე [size=2]მოტაცების შესა... Sep 7 2006, 02:23 AM
ალექსანდრე [size=2]ქორწინები შესა... Sep 7 2006, 01:07 PM
shota ალექსანდრე
ერთი სი... Sep 16 2006, 02:29 PM
Solomonia მწვალებელთა შესახ... Sep 16 2006, 02:36 PM
ალექსანდრე shota
სწორედ რომ კარგ... Sep 16 2006, 08:14 PM
Solomonia ცოდვის შესახებ
არა... Sep 20 2006, 01:53 PM
ალექსანდრე [size=2]ეკლესიების აშე... Sep 28 2006, 04:17 AM
Solomonia [center]განდგომილებისა... Sep 28 2006, 09:27 PM
guja ამ დროში რომელშიც ... Sep 29 2006, 02:01 AM
ალექსანდრე guja
გეთანხმები Sep 29 2006, 02:06 AM
Solomonia მეც გეთანხმებით, მ... Sep 29 2006, 10:50 AM
fea გადავხედე სჯულის კ... Oct 1 2006, 12:18 PM
tekla
გადავხედე სჯულის ... Oct 1 2006, 02:37 PM
guja
გადავხედე სჯულის ... Oct 1 2006, 04:55 PM
liliana ეხლა არ გინდათ ამა... Oct 1 2006, 05:13 PM
guja
ისე თანამედროვე კ... Oct 1 2006, 05:28 PM
liliana
ესეთი კაცები რა თქ... Oct 1 2006, 05:37 PM
guja liliana
არ ვკამათობთ... Oct 1 2006, 05:17 PM
liliana
liliana
არ ვკამათობთ...
... Oct 1 2006, 05:17 PM
guja liliana
კარგია რომ მიხ... Oct 1 2006, 05:56 PM
shota ერთი სიტხვით ქალებ... Oct 1 2006, 06:29 PM
guja shota
მართალი ხარ, აქა... Oct 1 2006, 06:34 PM
fea
guja სამწუხაროდ, ვიც... Oct 1 2006, 07:13 PM
guja
guja სამწუხაროდ, ვიცნ... Oct 1 2006, 08:22 PM
fea ერთხელ ქადაგებაზე ... Oct 1 2006, 07:26 PM
shota fea
გადაბრალება ხომ ... Oct 1 2006, 07:30 PM
fea shotaაჰა... ისევ ქალმა??? ... Oct 1 2006, 07:36 PM
ალექსანდრე fea
ეს კანონები კაცს... Oct 1 2006, 08:33 PM
ალექსანდრე fea
გეთანხმები, ოჯახ... Oct 1 2006, 08:43 PM
fea ალექსანდრე
გმადლო... Oct 1 2006, 10:07 PM
tekla feaს მეც იმაში დავეთ... Oct 2 2006, 12:35 AM
Solomonia ნუ წუხხართ, ძვირფა... Oct 2 2006, 12:45 PM
კანონისტი მთავარია რომ ადამი... Oct 26 2006, 11:34 AM
glaxa მოიცა ქრისტეს მერე... Dec 14 2006, 09:36 PM
ალექსანდრე glaxa
;) Dec 15 2006, 12:03 AM
კანონისტი glaxa
ცხადია.
უფალმა ა... Dec 15 2006, 04:40 PM
კანუდოსელი
ქრისტეს მაცხოვნებ... Dec 15 2006, 05:12 PM
მნათე
რჯული გზად მესახე... Dec 15 2006, 05:36 PM
კანონისტი კანუდოსელი
"მე ვ... Dec 15 2006, 06:16 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
"მე ვ... Dec 15 2006, 06:28 PM
მნათე კაცო ქრისტე გაცხოვ... Dec 15 2006, 06:42 PM
კანუდოსელი
კაცო ქრისტე გაცხო... Dec 15 2006, 10:18 PM
glaxa კანონისტი
ამხელა ... Dec 15 2006, 07:09 PM
მნათე
რა თქმა უნდა :) მხოლ... Dec 15 2006, 07:37 PM
glaxa მნათე
რჯულიც არის ... Dec 15 2006, 07:56 PM
მნათე
არა რჯულიც არის და... Dec 15 2006, 07:58 PM
glaxa მნათე
ქრისტეს მიე... Dec 15 2006, 08:08 PM
მნათე
სვხათაშორის ორივ... Dec 15 2006, 08:12 PM
glaxa მნათე
უი არა შემოგ... Dec 15 2006, 08:22 PM
მნათე
არა ეს შენ ვერ გაი... Dec 15 2006, 09:03 PM
მნათე
:ალო ტურინია? ჩაარ... Dec 15 2006, 10:24 PM
კანუდოსელი
:ალო ტურინია? ჩაარტ... Dec 15 2006, 11:02 PM
Sotiris
სოტირისი დაგემართ... Dec 22 2006, 03:01 AM
კანუდოსელი
ვერ დაემართებოდა, ... Dec 22 2006, 04:07 AM
მნათე
რა სასაცილო ხარ :lol: ... Dec 15 2006, 11:49 PM
KAIROS
საინტერესო დაავად... Dec 20 2006, 07:55 PM
მნათე
მნათე კანუდოსელთ... Dec 20 2006, 10:56 PM
glaxa კანუდოსელი
ჰო და ა... Dec 22 2006, 11:22 AM
tati87 ხალხო დღეს არამგონ... Jan 2 2007, 08:27 PM
orthodox_82 არამგონია დღესდღე... Jan 3 2007, 04:15 AM
solomony იქ ზევით რეები წერ... Jan 3 2007, 05:21 AM
solomony
ესეც ცოტა ვერ გავი... Jan 3 2007, 05:31 AM
orthodox_82
ესეც ცოტა ვერ გავი... Jan 3 2007, 06:06 AM
solomony მე ვთქვი რომ ადამი... Jan 3 2007, 06:20 AM
orthodox_82
მე ვთქვი რომ ადამი... Jan 3 2007, 06:59 AM
glaxa ხალხო ერთი ფრიად დ... Jan 3 2007, 11:48 AM
კანონისტი glaxa
ნაწილობრივ მართ... Jan 3 2007, 01:51 PM
კანუდოსელი
glaxa
ნაწილობრივ მართ... Jan 3 2007, 02:37 PM
glaxa კანონისტი
მაშ მხო... Jan 3 2007, 01:54 PM
კანონისტი glaxa
განსხავვება უპი... Jan 3 2007, 03:46 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
რამდე... Jan 3 2007, 04:31 PM
glaxa ამასწინათ რამოდენ... Jan 6 2007, 05:14 PM
გუჯა ისე, მეც მაინტერეს... Jan 7 2007, 02:37 AM
კანონისტი გუჯა
სჯულის კანონი... Jan 7 2007, 03:16 PM
Sotiris დედათა წესისას ტაძ... Jan 7 2007, 06:34 PM
marine "ვინც მთელ რჯულს ... Jan 24 2007, 03:32 PM
გლახა Sotiris
აუუუუუუუუუუუ
... Jan 25 2007, 08:17 PM
კანუდოსელი
Sotiris
აუუუუუუუუუუუ
ს... Jan 26 2007, 03:15 AM
კანონისტი კანუდოსელი
გლახა ... Jan 26 2007, 12:04 PM
მხევალი ნინო
'
მართლაც დელიკა... Jan 26 2007, 01:38 PM
კანონისტი მხევალი ნინო
ამ სა... Jan 26 2007, 05:19 PM
გლახა ამას წინათ ერთ ჟურ... Jan 27 2007, 05:06 PM
კანონისტი გლახა
ფანატიზმი (ყ... Jan 30 2007, 02:39 AM
გლახა კანონისტი
ჩემო კან... Jan 30 2007, 01:03 PM
მხევალი ნინო გლახა
ამით რისი ტ... Jan 30 2007, 02:55 PM
გლახა მხევალი ნინო
გლეხ... Jan 30 2007, 04:56 PM
კანონისტი გლახა
მართალი ხარ, ... Jan 30 2007, 05:09 PM
KAIROS კანონისტ,
უფრო ნათ... Jan 30 2007, 06:43 PM
კანუდოსელი KAIROS
კაიროს შენი ხელ... Jan 30 2007, 08:55 PM
mendes masieli მინდა,ერთი რამე ვი... Feb 17 2007, 04:31 PM
მნათე აქინაა რჯულისკანო... Feb 21 2007, 07:03 PM
ალექსანდრე mendes masieli
ასე არ წერია ... Feb 22 2007, 12:03 AM
KAIROS კანონისტ!
დაძებნ... Mar 5 2007, 03:09 PM
alex_b გლახა!
მინდა შემ... Mar 6 2007, 04:32 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th March 2026 - 03:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი