მცხეთა... სვეტიცხოველი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მცხეთა... სვეტიცხოველი... |
marine |
Jul 23 2017, 12:38 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მცხეთა დასავლეთიდან მდინარე მტკვარს აქვს შემოქობილი, მისი მღვრიე ტალღები ძველ, ჩამუქებულ ვერცხლს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხეთას მთის ქედისგან მჩქეფარე არაგვი ჰყოფს, რომლის წყალიც ბროლივით გამჭვირვალე და წმინდაა. აქ, ორი მდინარის შესართავთან, მოხდა ქართველი ერის ნათლობა. მტკვრის სიახლოვეს წამომართულა ცხოველმყოფელი სვეტის ტაძარი - სვეტიცხოველი. იქ არის დაკრძალული საქართველოს უდიდესი სიწმინდე - კვართი უფლისა, რომლის წყალობითაც უძველესი დროიდან მცხეთას "მეორე იერუსალიმს" ეძახდნენ. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთით, როგორც მისი უმცროსი ძმა, დგას ტაძარი, რომელსაც "სამთავროს" ეძახიან. ამ ადგილას დასახლდა წმინდა ნინო უბრალო ქოხში, შემდგომში აქ ეკვდერი აიგო. მცხეთა საქართველოს პირველი დედაქალაქია. ის, გადმოცემით, დააარსა მცხეთოსმა, კავკასიის ხალხთა წინაპრის, თარგამოსის შვილიშვილმა. "მცხეთა" ასევე ზეთის ცხებას ნიშნავს, ანუ წყალობას ღვთისა. სულიერი გეგმით, მცხეთა დღესაც რჩება ივერიის დედაქალაქად, სვეტიცხოველი კი ტახტია ღმრთაებისა."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 11 2020, 09:36 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როგორც მეფე მირიანი გადმოგვცემს, მორწმუნეთა უმრავლესობა ვერ კადნიერდებოდა სვეტიცხოველის ტაძარში შესულიყო, "რამეთუ შიში დიდი დაცემულ იყო ყოველსა ზედა კაცსა სუეტისა მისგან ცხოველისა". როგორც ჩანს, პირველ ქრისტიან მეფე მირიანსაც ჰქონია ღვთის ასეთი შიში ცხოველსმყოფელი სვეტის მიმართ, რაც მისი სიტყვებიდან კარგად ჩანს: "ვერ ვიკადრე წინაშე მისსა აღმოკვეთად მიწა სამარედ ჩემდა".
მის ამ სიტყვებში ღვთისმოსაობასთან ერთად კარგად ჩანს, იგი თავის თავს უღირსად თვლიდა, საბოლოო განსასვენებელი ასეთ წმინდა ადგილზე გაეჩინა. ამიტომ იგი ანდერძისამებრ თავის მეუღლე ნანა დედოფალთან ერთად იმ დროს ახლადაგებულ ზემო ეკლესიაში, ანუ სამთავროს ტაძარში დაკრძალეს. აქვე დავძენთ, რომ სვეტიცხოველის ტაძარში პირველი, ვინც სამეფო ოჯახიდან დაიკრძალა, იყო მეფე მირიანის უფროსი ძე. ტახტის მემკვიდრე და წმ. ნინოს ცხოვრების ერთ-ერთი აღმწერის სალომე უჯარმელის მეუღლე რევი. მან ქრისტიანული თავმდაბლობით უარი განაცხადა მეფობაზე და თავისი მოღვაწეობა მხოლოდ ახალ სარწმუნოებაზე ზრუნვას მოახმარა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი