“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
“სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”. |
marine |
Sep 2 2019, 05:46 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,170 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„კითხვა: ხანდახან მიწევს პატარა ტყუილების თქმა, ამით ზიანს არავის ვაყენებ, უბრალოდ, სიტუაციიდან გამოვდივარ. ცოდვად ითვლება ასეთი ტყუილი?
პასუხი: პატარა სიცრუე აუცილებლად მიგიყვანთ დიდ სიცრუემდე. ყველაფერი – როგორც კარგი, ასევე ცუდი – მცირედან იწყება. თუ უფალს გულითადად ვთხოვთ დახმარებას, ტყუილის გარეშეც გამოვალთ სიტუაციიდან. მაგალითად, პასუხად გაეცით „არ ვიცი“ ან გაჩუმდით, ამ შემთხვევაში, დუმილი სიცრუედ არ ითვლება.“ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 30 2020, 07:25 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,170 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისის მოგონებიდან: ერთხელ მთელი ყუთი ტკბილეული მომიტანეს, მე არ ვხსნიდი და მომლოცველთა დიდ ჯგუფს ველოდი. „სხვაგვარად ტკბილეული დარჩება და ჭიანჭველები დაესევიან“. - ვფიქრობდი მე. ერთხელ, როდესაც ბევრი ხალხი მოგროვდა, ჩავთვალე, რომ ტკბილეული ყველასთვის საკმარისი იქნებოდა და დარჩებოდა კიდეც. როცა გავხსენი, აღმოჩნდა, რომ თითქმის მთლიანად პლასტმასით იყო ამოვსებული და მხოლოდ შუაგულში იყო დატოვებული თავისუფალი ადგილი ტკბილეულისათვის - ე. ი. თითქმის მთელი კოლოფი ცარიელი იყო. მეორეჯერ ლამაზი ყუთი მომიტანეს ლახათ-ლუხუმით და სადღესასწაულო ბაფთით. „ამას ათონიადის ბავშვებისთვის შევინახავ“ - ვიფიქრე მე, მაგრამ როცა გავხსენი აღმოჩნდა, რომ ლახათლუხუმი უკვე დაძველებულიყო და გამხმარიყო. ასეთ ხმელ ტკბილეულს ადამიანებს არ ვაძლევ ხოლმე - უფრო რბილს ვარჩევ.
- წმიდაო მამაო, ვინც ამას აკეთებს, მას არ ესმის, რომ ეს სიცრუეა? - ისინი ამას მიღწევად მიიჩნევენ, იმიტომ, რომ ჩვენს დროში ცოდვა მოდაში შემოვიდა და ტყუილი გონებამახვილობად ითვლება. სამწუხაროდ, ერული სული გონებას ცბიერებაში ამახვილებს და თუ ვინმე თავის ახლობელს უსამართლოდ მოექცევა, მიღწევად ითვლება. მის შესახებ ყველგან ამბობენ: „აი, ყოჩაღი... ნამდვილი ეშმაკია!“ ამ დროს თვით ეს ადამიანი შინაგანად სინდისის მხილებისაგან იტანჯება და მცირე ჯოჯოხეთურ სატანჯველს განიცდის." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 02:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი