სიბერე და კვერთხი მოხუცებულთა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიბერე და კვერთხი მოხუცებულთა |
marine |
Sep 11 2017, 11:47 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ახალგაზრდობის წლები რადიკალურად განსხვავდება სიბერისაგან, რამეთუ სიბერეში უფრო დიდი სულიერი გამოცდილება გაქვს დაგროვილი. როდესაც ერთ ბერს ჰკითხეს, თუ როგორ ცხოვრობთ სიბერეშიო, მიუგო: - ერთხელ კიდევ თავიდან ვიწყებ ცხოვრებას, ვინაიდან, რაც უკვე გამოვიარე, ის კვლავ მეორდებაო... მეც ასე ვარ და ყველაფრისთვის მადლობა მინდა ვუთხრა უფალს!"
/მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელი/ "დაპურებულ ასაკში" /გულნაზ ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 31 2020, 04:06 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიდხანს მეძინა ბებიასთან. იმდენად დიდხანს, რომ უკვე ვეღარ ვეტეოდით ერთ ლოგინში. დიდხანს მეგონა, რომ ბებია უფრო მიყვარდა, ვიდრე დედა... მიყვარდა მისი პერანგის სუნი. მიყვარდა მისი თეთრი, ბაბუაწვერასავით თეთრი და მსუბუქი თმა.
ვფიქრობ, არ უნდა იყოს სიბერე ცუდი. შემოდგომის დღის მიწურულს სავარძელში მოკალათება და ტელევიზორის ყურება უნდა იყოს სიბერე. მზიან ამინდებში თვალებზე ხელის მოჩრდილება და არავის მოლოდინი უნდა იყოს სიბერე. ფანჯრის რაფაზე შემოდებული, დასალევად დავიწყებული წამლის შუშები უნდა იყოს სიბერე. როცა დავბერდები, ბებიაჩემი მინდა გამოვიდე. მქონდეს უკან შეხვეული თეთრი კოსა, ,,გარეთ გასასვლელი" სამიოდე კაბა. ჩანთაში ჩაკარგული პატარა შავი სავარცხელი და მყავდეს ღამღამობით ზურგზე მოკრული შვილიშვილი, რომელიც ინატრებს, რომ როცა გაიზრდება,ბებია გამოვიდეს. არ უნდა იყოს სიბერე ცუდი..." /ნანა ბეკოშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 10:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი