მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Feb 9 2016, 07:58 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუკი არსებობს თემა "დედა", რატომ არ უნდა არსებობდეს თემა "მამა"?
"მაშინ ოცნებაც იყო იოლი, თავაწყვეტილი ბავშვის ეჭვებით, როცა მიყვარდა კავკასიონი გადაზომილი მამის ბეჭებით". 2007 წ. "თითქოს გამეხსნა ყველა იარა, ასე მეგონა, მე პატარა ვარ, წავიდა მამა - თავი კი არა, მთელი სამყარო მეპატარავა!" იანვარი, 2016 წ. /თემურ ჩალაბაშვილი/ ამ თემას ჩემი ძალიან-ძალიან-ძალიან ძვირფასი მამიკოს ხსოვნას ვუძღვნი მამა “გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით.” /ფრიდონ გელაშვილი/ სულსპეტაკი და გულბავშვი მამა მოულოდნელად გამისუდარდა, მე დამაობლა თვემ თებერვლისამ და უმამობა მექცა სულ დარდად. ცხოვრება მაშინ იოლი იყო, თან ვიგულებდი როდესაც მამას, მოგონებებით დაღლილ თვალთაგან ტკივილნარევი ცრემლები მნამავს. * * * ახალგაზრდას და მაინც ჭაღარას, მამი, გნატრულობ გადამეტებით და იმ ნატვრისთვალს, შენ რომ ეძებდი, ახლა მე ვეძებ თავგამეტებით. /მაკა გელაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 26 2020, 12:53 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბებიაჩემის ალალი ბიძა - იროდიონ ობოლაშვილი 37-ში დახვრიტეს. როგორც მაშინ იტყოდნენ, ინტელიგენტი კაცი იყო იროდი, ნასწავლი. აკადემიური თანამდებობაც ჰქონდა. დახვრიტეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს.
ცოტა მოგვიანებით, როცა მის ქალიშვილს - ელენე ობოლაშვილს კომკავშირში იღებდნენ, გასაუბრებაზე გამომცდელად ჰკითხეს - მამა თუ გიყვარსო. ქვეტექსტი გასაგები იყო: „ახალგაზრდობის კომუნისტურ კავშირში“ შესვლის მსურველს როგორ შეიძლება „ხალხის მტერი“ უყვარდეს, თუნდაც მშობელი! პატარა ლენამ ვერაფერი უპასუხა, ვერც ჰო და ვერც არა. გაჩუმდა და ტირილი დაიწყო... რამდენის იქნებოდა? ალბათ ასე, 15-16-ის. ობლობაში გაზრდილი ელენე ობოლაშვილი შემდგომში პირველი ქართველი დოქტორი ქალი გახდა მათემატიკაში. ოჯახური გადმოცემით ვიცი, რომ ის არაადამიანური კითხვა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ცნობილი მეცნიერი კომუნისტურ პარტიაში არასოდეს შესულა. მამა თუ გიყვარსო... თაობას, რომელიც არ მოსწრებია საბჭოთა კავშირს და რომელსაც ხშირად ათასი საბჭოური „სიკეთის“ შესახებ მოუთხრობენ, მინდა მარტივად ავუხსნა: ეს კითხვა იყო საბჭოთა კავშირი. მამა თუ გიყვარსო..." /ბუბა კუდავა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი