სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
gio--->13 |
Aug 19 2010, 03:48 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Apr 23 2020, 04:21 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ენქერი - ოთხკუთხოვანი რომბისებური ფორმის ქსოვილი ჯვრის გამოსახულებით, რომელსაც ერთ კუთხეზე თასმა აქვს დამაგრებული მხარზე დაკიდვისთვის. ენქერს ეპისკოპოსი სამოსის ზემოდან იკეთებს, მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის, ენქერის ტარების უფლებით მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას ასევე მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია.
სიმბოლურად ენქერი ნიშნავს ღვთის ძალის სიდიადეს და მაცდურზე, ეშმაკზე გამარჯვებას. ისევე როგორც საგვერდული, ენქერიც აღნიშნავს სულიერ მახვილის, ანუ ღვთის სიტყვას, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად. გარდა სიმბოლური დატვირთვისა, მას აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც. სასულიერო პირს შეუძლია გამოიყენოს დაჩოქვისას, მუხლების დასადებად. წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი ენქერზე წერს: „სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს. სარტყელზე ენქერის ქონა მოასწავებს, აგრეთვე, პილატეს, რომელმაც ხელები შეიმშრალა მასზე და ეს თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (მათე XXVII.24).“ შემოსვის ლოცვა: „შევიბ მახვილი შენი წელთა შენთა ძლიერო, შვენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა და გიძღოდეს შენ საკვირველად მარჯვენე შენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
marine |
Apr 24 2020, 11:59 AM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ენქერის ტარების უფლებით მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას ასევე მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. გიო, ეს ვერ გავიგე, რა შემთხვევაში კეთდება ენქერი მარცხენა მხარეს? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
gio--->13 |
Apr 24 2020, 02:16 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
გიო, ეს ვერ გავიგე, რა შემთხვევაში კეთდება ენქერი მარცხენა მხარეს? არც ერთ შემთხვევაში. ენქერი კეთდება ყოველთვის მარჯვნივ. მანდ ხაზი გასმული აქვს საგვერდულის მარცხენა მხარეს გაკეთებას იმ შემთხვევაში, როდესაც ენქერითაც და საგვერდულითაც უნდა შეიმოსოს მღვდელი. -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
marine |
Apr 24 2020, 03:20 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
არც ერთ შემთხვევაში. ენქერი კეთდება ყოველთვის მარჯვნივ. მანდ ხაზი გასმული აქვს საგვერდულის მარცხენა მხარეს გაკეთებას იმ შემთხვევაში, როდესაც ენქერითაც და საგვერდულითაც უნდა შეიმოსოს მღვდელი. მადლობა გიო, საგვერდულს რა დანიშნულება აქვს და რითი განსხვავდება ენქერისგან? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
gio--->13 |
Apr 24 2020, 04:11 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
მადლობა გიო, საგვერდულს რა დანიშნულება აქვს და რითი განსხვავდება ენქერისგან? არაფრის. საგვერდული გულმოდგინე, ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელს ჯილდოდ ეძლევა, რომელიც თასმაზეა მიკერებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება (თუ ენქერიც აქვს, მაშინ მარცხნივ). იგი სულიერ მახვილს აღნიშნავს, ისევე, როგორც ენქერი, კუნკული და ბარტყული. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ძალიან მცირე ინფორმაციია საეკლესიო შესამოსელზე. ახლა ვმუშაობ, რომ ამ ინფორმცაიას მოვუყარო თავი და ცოტა ვრცლად მაინც იყოს წარმოდგენილი. -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი