სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
gio--->13 |
Aug 19 2010, 03:48 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Apr 25 2020, 12:51 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ომოფორი - გრძელი და განიერი ლენტისებური ქსოვილი. იკერება სქელი ქსოვილისაგან და შემკულია ნაქარგი ჯვრებით, გარს შემოუყვება ლენტი და ბოლოვდება ორივე მხარეს ფოჩებით. სამღვდელმთავრო სამოსის ნაწილი, რომელსაც მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს ბისონის ზემოდან შემოხვეულს ისე, რომ მისი ერთი ბოლო (მარცხენა) წინაა ჩამოშვებული, ხოლო მეორე მკერდზე ქვემოდან ზემოთაა ამოტრიალებული და მხარზე ზურგისკენ ეშვება. ადრინდელი ომოფორები შემკული იყო ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით ან მოციქულთა ან მღვდელმთავართა გამოსახულებებით, რაც საქართველოს ხელოვნების მუზეუმში არსებული მასალითაც დასტურდება.
ომოფორი მსგავსია ბიბლიური პირველი მღვდლის, აარონის სამოსელისა, რომელსაც სჯულისეული მღვდელმთავრებიც ატარებდნენ. მათ მარცხენა ბეჭზე გრძელი სუდარები ეხვიათ რაც ქრისტეს მცნებათა უღელს მოასწავებდა. ომოფორი აღნიშნავს უფლის განკაცებას, სიტყვის განხორციელებას ქალწულ მარიამისგან. სიმბოლურად გამოხატავს დაკარგულ ცხვარს, ადამიანთა დაკარგულ მოდგმას. ომოფორით შემოსილი მღვდელმთავარი კი განასახიერებს იესო ქრისტეს, რომელმაც, როგორც კეთილმა მწყემსმა, დაკარგული ცხვარი მხარზე შეისვა და ფარასთან მიიყვანა. ამრიგად ეპისკოპოსს ომოფორი ახსნებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის და სახარებისეული კეთილი მწყემსის მსგავსად, მოძებნოს დაკარგული „ცხვარი“ და საკუთარი მხრებით მიიყვანოს სახლში. არსებობს ორი სახის: დიდი ომოფორი და მცირე ომოფორი. თავად ტერმინი გვიჩვენებს, რომ მათ შორის განსხვავება არის ზომა. წირვისას, სამოციქულოს წაკითხვის წინ, ეპისკოპოსი იხსნის დიდ ომოფორს და წირვის დასრულებამდე, იმოსება მცირეთი. ომოფორის გარეშე ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ისევე, როგორც მღვდელი ოლარის და დიაკვანი გინგილას გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს. წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი ომოფორზე წერს: „ეპისკოპოსის მიერ მოსხმული ომოფორი ასაჩინოებს იმ გზააბნეული ცხვრის ტყავს, რომელიც უფალმა იპოვა, ბეჭებზე შეისვა და მის ფარაში აღრიცხა. ჯვარსაც აღნიშნავს ომოფორი, რადგანაც ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი. ამასთან, ისინი, რომლებიც ქრისტესებრ ცხოვრებას ეშურებიან, ბეჭებით ეზიდებიან თავის ჯვარს ანუ — ტანჯვა-წამებას, რადგანაც ვნების სიმბოლოა ჯვარი.“ ბისონი, დიდი ომოფორი და კვართი მცირე ომოფორი შემოსვის ლოცვა: „ჯვარსა ზედა ქრისტე შეცდომილი კაცობრივი ბუნება აღიხვენ და ამაღლდი და მიჰგვარე ღმერთსა და მამასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი