სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
gio--->13 |
Aug 19 2010, 03:48 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Apr 25 2020, 05:58 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
საგვერდული - ოთხკუთხოვანი, მართკუთხა ფორმის ქსოვილი ჯვრის გამოსახულებით, რომელსაც ორ კუთხეზე თასმა აქვს დამაგრებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება. ბოლოვდება ფოჩებით. გულმოდგინე და ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელმთავრისაგან მღვდელს ჯილდოდ ეძლევა საგვერდული, ისევე როგორც ენქერი. ხოლო ორივე ჯილდოს შემთხვევაში მარცხენა მხარეს კეთდება საგვერდული, მარჯვნივ კი – ენქერი.
საგვერდული რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში XVI საუკუნეში გამოჩნდა და უმაღლეს იერარქიულ ჯილდოს წარმოადგენს. სავარაუდოდ, XIX საუკუნის დასაწყისიდან, რუსულის გავლენით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურთა შესამოსელშიც შემოვიდა და XX საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა. სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მსგავსი შესამოსელი არ არსებობს. სიმბოლურად საგვერდული ნიშნავს სულიერ მახვილის, ისევე, როგორც ენქერი, კუნკული და ბარტყული, ანუ ღვთის სიტყვას, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად. შემოსვის ლოცვას ვერ მივაგენი. -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი