სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
gio--->13 |
Aug 19 2010, 03:48 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Apr 27 2020, 12:08 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
სარტყელი - ქამრის მსგავსი ლენტისებრი მატერია, ორივე ბოლოში დატანებული თასმებით, რომლითაც წელზე იკვრება. ამკობენ ოქროს ან ვერცხლის ძაფებით ნაქარგი ჯვრებით. სარტყელით იმოსებიან მღვდლები და ეპისკოპოსები. მისი პრაქტიკული დანიშნულებაა, რომ მღვდელმსახურმა სამოსის ქამრით შეკვრით უკეთესად ჩაატაროს მსახურება.
სარტყელი კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. სიმბოლურად გამოხატავს სამღვდელო ხარისხის უბიწოებას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა. შემოსვის ლოცვა - „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელმან გარე-შემარტყა მე ძალი და დასდვა უბიწოდ გზაი ჩემი, განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი, და მაღალთა ზედა დამადგინა მე.“ გინგილა, ორარი - დიაკვნის ოლარი. გრძელი, ვიწრო, შარფის მსგავსი ქსოვილი, დამზადებულია იმავე მასალისგან, რომლითაც სტიქარი. მას ატარებენ დიაკვნები და იპოდიაკვნები. დიაკვანი იკეთებს მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან, ხოლო მისი ბოლო მარჯვენა ხელით უჭირავს კვერექსის წარმოთქმისას. დამსახურებულ დიაკვნებს, ჯილდოს სახით, ორმაგი გინგილას ტარების უფლება ეძლევათ, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო ფართოა. იპოდიაკონი კი გინგილას სარტყელივით შემოიკრავს ზურგზე და მკერდზე გადაჯვარედინებულს ატარებს. გინგილა განასახიერებს ანგელოზთა ფრთებს, სამღვდელო ხარისხის ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო. შესაძლებელია, ტერმინი „ორარი“ მომდინარეობს იმ ქსოვილის გრაგნილისაგან, რომელზედაც დაწერილი იყო კვერექსები და ლოცვები. ამიტომ, ღვთისმსახურების დროს, კვერექსის წარმოთქმისას, დიაკვანი მაღლა წევს ხელს, რომლითაც უჭირავს გინგილა. შემოსვის ლოცვა - „წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა, ოსანა მაღალთა შინა.“ კვართი, სამღვდელო სტიქარი - მღვდელმსახურის შიდა სამოსი, გრძელი, ფართოსახელოებიანი კაბა, სტიქარის ნაირსახეობა. სტიქარისგან განსხვავებით, კვართი თხელი, ღია ფერის, ძვირფასი ქსოვილისგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული, ვიწრო სახელოები აქვს. კვართს ძველად ქალიც და მამაკაციც ატარებდა. შემდგომში, ეკლესიამ მიიღო მისი ტარების უფლება, როგორც შესამოსელის შიგნით ჩასაცმელი კაბა, რომლითაც იმოსებიან დიაკვნები, მღვდლები და ეპისკოპოსები. კვართი ითვლება ქრისტეს სამოსელის სიმბოლურ გამოხატულებად. ასევე ნიშნავს სულიერ სიმტკიცეს და სიწმინდეს. სახელოების ქვეშ ჭრილები კი განასახიერებს იესო ქრისტეს დაჭრილ გვერდს. მისი ღია ფერი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმინდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. შემოსვის ლოცვა - „იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი სიწმიდისა და კვართი ცხოვრებისა შემმოსა მე, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შემამკო მე“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი