სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
gio--->13 |
Aug 19 2010, 03:48 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Apr 27 2020, 01:15 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
სტიქარი - მღვდელმსახურის შესამოსელი. გრძელი, ფართო სახელოებიანი კაბა. მისი ტარების უფლება აქვს დიაკონს, იპოდიაკონს, მედავითნეს და ტაძარში მომსახურე ერისკაცს, იგივე მნათეს. სტიქარი წარმოადგენს სამოსს, რომლსაც ძველად ქალიც და მამაკაციც ატარებდა. შემდგომში, ეკლესიამ მიიღო მისი ტარების უფლება, როგორც ზედა შესამოსელი კაბა. სტიქარი ყველაზე ძველია საეკლესიო სამოსთაგან და განასახიერებს ძველი აღთქმის კვართს, ამიტომაც მას „ქიტონსაც“ უწოდებენ. მის უძველეს ფერად მიჩნეულია თეთრი აბრეშუმის ქსოვილი, რაზეც მეტყველებს მისი ერთ-ერთი სახელი — „ალბა“.
სტიქარი სახელოების ქვეშ გაჭრილია, რაც სიმბოლურად განასახიერებს იესო ქრისტეს დაჭრილ გვერდს. სამხრეები, რომლებიც სხვა ფერისაა, მოგვაგონებს იესოს გვემის კვალს. ხშირად გვერდებზე და სახელოებზე სტიქარს აკერებენ ბაბთებს, რომელიც ქრისტეს ბორკილებს აღნიშნავს. მღვდლების და მღვდელმთავრების სტიქარი ფართო და განიერია, მას სამღვდელო სტიქარი ანუ კვართი ეწოდება. სტიქარი („ხსნის სამოსი“) სიმბოლურად განასახიერებს სულის სიწმიდეს, მისი ღია ფერი კი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმინდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. შემოსვის ლოცვა - „იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი სიწმიდისა და კვართი ცხოვრებისა შემმოსა მე, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შემამკო მე“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი