სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
gio--->13 |
Aug 19 2010, 03:48 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Apr 27 2020, 02:54 AM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ფილონი, ფელონი - მღვდელმსახურის შესამოსელი. გრძელი, ფართო, ერთიანი უსახელო სამოსი, თავზე მრგვალი ჭრილით, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. ფილონს მღვდელი სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს, რითაც მთელ სხეულს იფარავს კისრიდან ფეხებამდე. ფილონის გარეშე, მხოლოდ ოლარით, მღვდელს შეუძლია შედარებით ნაკლებ საზეიმო მსახურებების აღსრულება, როგორებიცაა: მცირე მწუხრი, სერობა ღამისთევით, შუაღამის მსახურება, ჟამნი და სხვა, როდესაც სახარება არ იკითხება. ხოლო, საზეიმო მსახურების დროს, როგორებიცაა: ნათლისღება, მირონცხება, ქორწინება, ზეთის კურთხევა და სხვა, აუცილებელია ფილონით შემოსვა.
ფილონი, თავისი გარეგნული სახით, მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. მასზე დაკერებული თასმები სიმბოლურად აღნიშნავს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ასევე, ფილონი ის ქლამიდია, რომელიც ქრისტეს მოასხეს ჯვარცმის წინ. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი. ღვთისმსახურების დროს, მღვდელი ხელების მაღლა აწევ-დაწევით, ფრთების მსგავსად, სიმბოლურად აღნიშნავს ანგელოზურ ხარისხს და მისი შესრულებული მოქმედება იმ ძალას, რომლის საშუალებითაც ღვთისმსახური ასრულებს საიდუმლოს. შემოსვის ლოცვა - „მღვდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი