![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
gio--->13 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 ![]() |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო.
![]() ![]() დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი ![]() -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
![]() ![]() |
gio--->13 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 ![]() |
კვერთხი — სპეციალური ჯოხი. უმაღლესი იერარქის რეგალია, სამწყემსო მსახურების ნიშანი, რომელიც ეპისკოპოსებს ხელთ უპყრიათ. ამზადებენ ძვლის, ხის ან ლითონისაგან. სასულიერო პირები კვერთხს ატარებდნენ, ძველი აღთქმის პერიოდშიც და იგი მიიჩნეოდა მნიშვნელოვან აქსესუარად.
მღვდელმთავარი კვერთხით სიმბოლურად მწყემსს გამოხატავს, ვინაიდან ისე ზრუნავს თავის სამწყსოზე, როგორც მწყემსი ფარაზე. სახარებაში თავად მაცხოვარი ამბობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი“. მღვდელმთავარს კვერთხი გადაეცემა ეპისკოპოსად კურთხევის დროს, ლიტურგიის დამთავრების შემდეგ. იგი ეძლევა აგრეთვე არქიმანდრიტსა და იღუმენს. სამღვდელმთავრო კვერთხი ორნაირია, ყოველდღიური და საღვთისმსახურო: ყოველდღიური კვერთხი უფრო სადაა და უმეტესად შავი ფერის, რომელსაც ეკლესიის გარეთ ატარებს მღვდელმთავარი. ხოლო ტაძარში შესვლისთანავე გამოართმევენ ყოველდღიურ კვერთხს, შემოსავენ მანტიით და მისცემენ განსხვავებულ, გამშვენებულ საღვთისმსახურო კვერთხს, რომელიც ლიტურგიის დროს გამოიყენება. სამღვდელმთავრო კვერთხს აქვს ღუზის ფორმის მსგავსი თავი, რომელსაც ჯვარი აგვირგვინებს. ღუზა სამღვდელმთავრო კვერთხზე მორწმუნეთა გადარჩენასა და სარწმუნოების მტრების განდევნას ნიშნავს, ხოლო ჯვარი ქრისტეს რწმენისა და გადარჩენის სიმბოლოა. ![]() -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 05:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი