სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
gio--->13 |
Aug 19 2010, 03:48 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Apr 27 2020, 04:29 PM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ანაფორა - გრძელი, ფართო სახელოებიანი, ზემოდან მოსაცმელი, თხელი ან დათბილული, შავი შალის ნაჭრის სამოსი. ანაფორა ბერძნული სიტყვაა და გაფხეკილ, გაცრეცილ, ფერდაკარგულს ნიშნავს. ასეთი ღარიბული სამოსი ეცვათ ძველად ბერ-მონაზვნებს, შემდეგ კი მთელ სამღვდელოებას. მღვდელმსახური წირვის დაწყებამდე იხდის ანაფორას და იმოსება სრული სამღვდელო შესამოსელით. ძველად ანაფორას მსგავს სამოსს ჩოხა ერქვა. მის მატარებელს კი ჩოხოსანს უწოდებდნენ. ჩოხის ჩაცმა ან მისი კურთხევა ბერად შედგომას ნიშნავდა.
ანაფორა სიმბოლურად გამოხატავს სინანულსა და მორჩილებას. სამოსლის სახელწოდება მიუთითებს, რომ მისი მატარებელი უსისხლო მსხვერპლშეწირვას ასრულებს. ანაფორას რამდენიმე, თემატურად ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობით გამოიყენებენ: 1. ევქარისტიული მსხვერპლის (პურისა და ღვინის) მომზადებას ჟამისწირვისთვის; 2. საიდუმლო ლოცვა, რომელიც იკითხება ჟამისწირვის დროს. მაგალითად, „ბასილი დიდის ანაფორა“, „იოანე ოქროპირის ანაფორა“ და სხვა; 3. ზოგჯერ ეწოდება „დიდ ცას“, დიდ დაფარნას, რომლითაც იბურება ბარძიმი და ფეშხუმი სამსხვერპლოდან ტრაპეზზე საუფლო ძღვენის გადატანისას; 4. ევქარისტიული კანონი, რომელიც ლიტურგიის ძირითად ნაწილს წარმოადგენს და „მრწამსის“ გალობის შემდეგ იწყება. ამ შემთხვევაში, ანაფორის ძირითადი ნაწილია წმინდა ძღვენის აღმართვა ტრაპეზიდან. დღეს, საქართველოში, სასულიერო პირები ყოველდღიურ შესამოსლად ძირითადად კაბას იყენებენ, მის ზემოთ კი უსახელო მოსაცმელებს, ჟილეტებს ხმარობენ. ვიკიმედია - მღვდელი ანაფორაში -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი