სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
gio--->13 |
Aug 19 2010, 03:48 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. მგონი საინტერესოა
დავიწყოთ. 1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ. მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება. მიმაგრებული სურათ(ებ)ი -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Apr 28 2020, 07:35 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
სკუფია - მღვდელმსახურის შესამოსელი. წვეტიანი, ან ბრტყელი, რბილი, შავი, ზოგჯერ ფერადი (იისფერი, შინდისფერი, ლურჯი, მწვანე) ქუდი, რომელსაც ატარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც თეთრი, ასევე შავი სამღვდელოების მსახურნი. წვეტიანი ფორმის სკუფიის ნაკეცები გამოსახავს ჯვარს მღვდელმსახურის თავზე.
მთავარეპისკოპოსთა და მიტროპოლიტთა სკუფია გამშვენებულია ბრილიანტის ჯვრით, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა. ასეთი სკუფიის მფლობელი მიტროპოლიტი უპირატესია სხვა მღვდელმთავრებზე, თუმცა ჯილდო დამატებითი უფლებამოსილებით და მოვალეობებით არ გამოარჩევს დაჯილდოებულ პირს. დღესდღეობით, ბერძნული და ბალკანური ტრადიციების ეკლესიებში თითქმის აღარ გამოიყენება სკუფია. მის მაგივრად ხმარობენ კამილავკას, რომელიც წარმოადგენს მაღალ, ცილინდრულ თავსაბურავს, რაც მხოლოდ თავის ცენტრალურ ნაწილს ფარავს. კამილავკა რუსული ტრადიციის ეკლესიებში XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა და სკუფია უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დღესაც ორივე თანაბარი მნიშვნელობით გამოიყენება. ძველი ბერძნული წესის მიხედვით, რუსული ტრადიციის ეკლესიებშიც ყველა სასულიერო პირი თავის დასაფარად ატარებდა სკუფიას. 1797 წლიდან კი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს, მეორე ჯილდოს სახით, საგვერდულის შემდეგ, ეძლევათ ფერადი საღვთიმსახურო სკუფიის ტარების უფლება, თუმცა, ღვთისმსახურების გარკვეულ პერიოდში, უნდა მოიხსნან იგი. ჩვეულებრივი, შავი სკუფია და პატრიარქი მეწამული, ბრილიანტის ჯვრით გამშვენებული სკუფიით. -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი