სიბერე და კვერთხი მოხუცებულთა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიბერე და კვერთხი მოხუცებულთა |
marine |
Sep 11 2017, 11:47 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ახალგაზრდობის წლები რადიკალურად განსხვავდება სიბერისაგან, რამეთუ სიბერეში უფრო დიდი სულიერი გამოცდილება გაქვს დაგროვილი. როდესაც ერთ ბერს ჰკითხეს, თუ როგორ ცხოვრობთ სიბერეშიო, მიუგო: - ერთხელ კიდევ თავიდან ვიწყებ ცხოვრებას, ვინაიდან, რაც უკვე გამოვიარე, ის კვლავ მეორდებაო... მეც ასე ვარ და ყველაფრისთვის მადლობა მინდა ვუთხრა უფალს!"
/მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელი/ "დაპურებულ ასაკში" /გულნაზ ხარაიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 1 2020, 09:52 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნუ ეტყვი სიბერეს სამდურავს - ცოდვაა!
ნურც სახის ნაოჭი გაშინებს სარკეში... სიცოცხლე ძალიან, ძალიან ცოტაა - სინანულს არ მისცე უფლება თარეშის! სიძულვილს ნუ ეტყვი დათოვლილ ჭაღარას, დღეს ხარ და ხვალ იქნებ... ვინ იცის, აღარა... გულით ხომ ბავშვი ხარ,ისევე პატარა - წლებია ჭაღარა... ფერია, განა რა?.. ნუ წუხხარ, აბა იმ მთებმა სულ რაღა ქნან, ზაფხულში სიცივემ რომ გამოაყარა?! ნუ ჩივი, ზოგი ხის ნაყოფი ვეღარ მწიფს, რადგანაც უდროოდ ქარმა ჩამოყარა... პატივი მიაგე თვალებთან ნაწვიმარს, გვალვისგან მიწაც ხომ მრავალგზის დამსკდარა... არ ვიცით ცხოვრება,ვის როდის გაწირავს - ილოცე,შუბლზე თუ ხაზები გაკმარა!.. ნუ ეტყვი სიბერეს ხმას ცივს და დამცინავს, თვალებში დარდი და ნაღველი ჩამდგარა... დაცინვა სიბერის არასდროს გაბედო, გახსოვდეს,სანამდე ღმერთი არ გამწყრალა... .................. ნუ ეტყვი სიბერეს სამდურავს-ცოდვაა! ნურც სახის ნაოჭი გაშინებს სარკეში... სიცოცხლე ძალიან,ძალიან ცოტაა - სინანულს არ მისცე უფლება თარეშის...!!! /ია ნანეიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი