პატრიარქი, ფილმი პატრიარქზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი, ფილმი პატრიარქზე |
vazis cremlebi |
Nov 29 2008, 03:44 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 5-February 08 წევრი № 3,866 |
-------------------- ვაზის ცრემლები
|
marine |
May 21 2020, 09:09 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატრიარქი ღრმად მორწმუნე, ქრისტიანობაში უაღრესად განსწავლული, ამავე დროს - მეცნიერებაში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანი აღმოჩნდა. მან თავის ეპისტოლეებში დააყენა ისეთი საინტერესო მეცნიერული საკითხები, რომლებმაც ჩვენ, ფსიქოლოგები, გაგვაკვირვა და მოგვამზადა იმისთვის, რომ გაგვეერთიანებინა და გაგვეძლიერებინა ჩვენი ძალისხმევა.
ერთ-ერთ ეპისტოლეში მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ჩვენს ახალგაზრდობას სკოლამ უნდა ასწავლოს ანალიტიკური აზროვნება. ეს ის აზროვნებაა, რომელსაც მოითხოვს ადამიანთა გონივრული ცხოვრება. ხშირად ადამიანებს აზროვნება იმ მიმართულებით მიჰყავთ, რომ თავიანთი შეხედულებები, მოსაზრებანი უფრო მისაღები გახადონ, პოზიციები განიმტკიცონ (სწორედ ამას აკეთებენ პოლიტიკოსები), ზემოქმედების მოხდენას უფრო ისახავენ მიზნად, ვიდრე ჭეშმარიტების ძიებას. საოცარია: უწმინდესმა ფსიქოლოგებს, ლოგიკოსებს, ფილოსოფოსებს დაუსახა გეზი, რომელსაც უნდა მიჰყვეს ადამიანის აზროვნება. მან დასვა ისეთი სერიოზული საკითხები, როგორიც არის კონფლიქტურ ურთიერთობებში გარკვევა და ადამიანთშემწყნარებლობა, რომელსაც მართლმადიდებელ სარწმუნოებაში უდიდესი ადგილი უკავია. უწმინდესმა თავის ეპისტოლეებში ხაზგასმით მოგვიწოდა ურთიერთგაგებისა და შემწყნარებლობისკენ (სხვათა შორის, შემწყნარებლობის იდეის შესახებ ძალიან საინტერესო მოძღვრება აქვს განწყობის ფსიქოლოგიას)." "ძალიან მომეწონა მისი უწმინდესობის შეხედულება ღირებულებათა იერარქიის შესახებ. ეს ღირებულებებია: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. პატრიარქის შეხედულება, რომ ერი არის უდიდესი და უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე პიროვნება, - საოცრად ახალი და მოწინავე შეხედულებაა. ერი, როგორც სუბიექტი, როგორც ცოცხალი არსება, ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. "ქართლის ცხოვრება" აღწერაა ქართველი ერის ცხოვრებისა. აქ ქართველი ერი სულიერ არსებად არის გააზრებული. საზოგადოდ, ერი სულიერი არსებაა, რომელიც ქმნის ენას, კულტურას, წეს-ჩვეულებებს, ეროვნულ ღირებულებებს... ერის სამსახური ჩვენი ეკლესიის, ჩვენი საზოგადოების, ხელისუფლების წმინდა მოვალეობად უნდა იქცეს." /მეცნიერი შოთა ნადირაშვილი "კარიბჭე" N4, 2007, გვ.44-45/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი