წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 30 2020, 03:18 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყველამ იცის, თუ რამდენი შრომა სჭირდება გარეული მხეცის მოთვინიერებას. სასურველი შედეგის მისაღებად ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს მისი გაწვრთნა. მაგრამ ის ბოლომდე სანდო მაინც არ არის, რადგან არავინ იცის, როდის გაიღვიძებს მასში ისევ ველური ნადირი.
სულ სხვაა, როდესაც უფლის განგებულებით მხეცი ისეთივე თვინიერი ხდება, როგორც შინაური ცხოველი. ღირსი მამა გერასიმე მოღვაწეობდა V საუკუნეში მდინარე იორდანეს მახლობლად თავისსავე დაარსებულ მონასტერში. ერთხელ მან ნახა ლომი, რომელსაც თათში ეკლები ჰქონდა შესობილი. წმიდა მამამ ცხოველს ეკლები გამოუღო და ნაიარევი მოურჩინა. ადამიანს და ცხოველს ერთმანეთის არ შეშინებიათ, ლომი ხუთი წელი ემსახურებოდა წმინდანს-ასრულებდა მის ყოველ დავალებას. როდესაც წმიდა გერასიმე გარდაიცვალა, ნადირმა ძლიერ იდარდა. აღარ ჭამდა და სვამდა, ტიროდა და დარბოდა. ღონემიხდილი ლომი წმინდანის საფლავზე გარდაიცვალა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი