სახიერება (სიკეთე) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სახიერება (სიკეთე) |
marine |
Feb 27 2019, 03:38 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მომავალ საუკუნეში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმინდა ადამიანები არასდროს შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრეკას ცოდვისაკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს."
/წმ. გრიგოლ სინელი/ "ადამიანი ვალდებული გახადა უფალმა იყოს სიკეთის მქმნელი". /დეკ. შიო პაიჭაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 9 2020, 03:42 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სიკეთის ნამსხვრევები
"ოჯახი უქმე დღეს პლაჟზე იყო გამოსული. ბავშვები ზღვაში ჭყუმპალაობდნენ და ქვიშაში ზღაპრის ციხ-კოშკებს აგებდნენ. უეცრად შორიდან მათკენ მომავალი დედაბერი დაინახეს - ჭაღარა თმას ქარი უწეწავდა, ტანზე ჯვალოს დახეული და გაცრეცილი კაბა ეცვა; მოდიოდა, ცხვირში რაღაცას დუდღუნებდა თავისთვის, დროდადრო იხრებოდა, რაღაც ნივთებს იღებდა ქვიშიდან და ჩანთაში ილაგებდა. მშობლებმა ბავშვებს უხმეს და დაარიგეს, რაც შეიძლება მორიდებოდნენ მოხუცს. როდესაც ქალი მათ გაუსწორდა, გაუღიმა ოჯახს, მაგრამ მის ღიმილს არცერთი არ გამოპასუხებია. კარგა ხნის შემდეგ გაიგო ოჯახმა, რომ თურმე ამ ჩია დედაბერს მთელი სიცოცხლე იმაზე ზრუნვაში გაეტარებინა, რომ პლაჟებიდან კრეფდა შუშის ნამსხვრევებს, რათა პატარა ბავშვებს ფეხები არ გაეჭრათ!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი