მრისხანება, მრისხანებაა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მრისხანება, მრისხანებაა |
Alterego |
Mar 1 2016, 05:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მრისხანება ვიცით რომ ითვლება ცოდვად, რატომ განრისხდა იესო ქრისტე როდესაც ტაძარში ბაზრობა იყო მოწყობილი? და ძლად მისვლის ლოცვაში რატო ვკითხულობთ: უფალო შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესვათ, ნუ განმირისხდები ჩვენ და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა? უფალი ნრისხდება? ანუ ცოდვას ჩადის?
|
marine |
Jun 30 2020, 07:01 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ისააკ ბერმა საკუთარ თავზე შემდეგი მოგვითხრო:
- მოხდა ისე, რომ მე დავემდურე ერთ ჩემს ძმას და განვრისხდი მასზე. ერთხელ, ჩემს კელიაში მუშაობისას, უეცრად ისე გავღიზიანდი, რომ საქმეს გული ვეღარ დავუდე და მთელი დღე უქმად გავატარე. და აი, ვხედავ, შემოდის კელიაში ახალგაზრდა ყმაწვილი, მას არ უთქვამს ლოცვა, როგორც ბერების წესია, და მითხრა: - ვხედავ, რომ შენ განაწყენებული ხარ, მენდე და მე განგკურნავ. მე მას ვუპასუხე: - განმეშორე, რადგან შენ ღვთისაგან არა ხარ და აღარასოდეს მოხვიდე აქ. მაშინ ყმაწვილმა მიპასუხა: - მეცოდები, საკუთარ თავს ვნებ, რადგან შენ უკვე ჩემი ხარ. მე ვუთხარი: - შენი კი არა, მე უფლისა ვარ, შენ კი ეშმა ხარ. მაგრამ ყმაწვილმა მომიგო: - ყოველი ღვარძლიანი და მრისხანე ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის, შენ კი უკვე სამი კვირაა, რაც განრისხებული ხარ შენს ძმაზე. ყოველი ღვარძლიანი ადამიანი თანამდებია გეჰენიისა, ხოლო შენ, რახან გულში ბოროტი გიდევს შენი ძმისათვის, სწორედ ამიტომ ხარ ჩემი და მხოლოდ ჩემი, რადგან მე დადგინებული ვარ მრისხანეთათვის. ამ ამბის შემდეგ სასწრაფოდ გავიქეცი ჩემს ძმასთან და შენდობა ვთხოვე, ხოლო როცა კვლავ დავბრუნდი კელიაში, ჩემი ხელსაქმე დამწვარი დამხვდა. ასევ დამწვარი დამხვდა ფარდაგი, რომელზედაც მუხლს ვიდრეკდი ლოცვისას." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი